ნატალი პორტმანმა გრეის კელის იმიჯი მოირგო

ნატალი პორტმანმა გრეის კელის იმიჯი მოირგო

მსახიობი ნატალი პორტმანი თაყვანისმცელების წინაშე ახალი რეტროსტილის ვარცხნილობით წარსდგა. სულ რაღაც ორი კვირის წინ 32 წლის მსახიობმა თმა დაიმოკლა და გაიღიავა. 7 ნოემბერს კი მსახიობი ტელეშოუს - "დილა მშვიდობისა ამერიკა" გადაღებებზე მონაკოს პრინცესა გრეს კელის ცნობილი ვარცნილობით მივიდა.

პორტმანს ვარდისფერი ტანსაცმელი ეცვა. კინოვარსკვლავმა ჩანთა და მანიკური ელეგანტური პალტოს ფერის მიხედვით შეარჩია. მინიმალური მაკიაჟი კი პორტმანის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს.

ოსკაროსანი მსახიობი Christian Dior-ის სახეა. ახლახან, ფილმ "თორი 2: ბნელეთის სამეფოს" პრემიერაზე, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებს, მსახიობი საყვარელი ფრანგული ბრენდის კაბით ბრწყინავდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო