"CIVIL SECTOR" - "Hollywood"-ის ქართული "რიმეიქი"

"CIVIL SECTOR" - "Hollywood"-ის ქართული "რიმეიქი"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ფოტოშარჟს განიხილავენ, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამოქალაქო სექტორში გადასვლას უკავშირდება. ნუგზარ მეტრეველის მიერ შექმნილ ფოტოზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის სიახლოვეს, ზებრების ფონზე წარწერა "CIVIL SECTOR" ჰოლივუდის მთაზე განთავსებული "Hollywood"-ის სტილშია გაკეთებული.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი მეორე ადამიანი გახდა, ვინც განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მზადაა საქმიანობა სამოქალაქო სექტორში განაგრძოს.

ნუგზარ მეტრეველისთვის ეს პირველი ფოტოშარჟში არ არის - ინტერნეტ-მომხმარებელი საზოგადოების აქტუალურ თემებს ტრადიციულად მსგავსი ფოტოებით ეხმაურება.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო