როგორ იქმნება ყველაზე რეიტინგული ინტერნეტ-ტელევიზია - "პალიტრა ტვ"-ს რედაქტორი შიდა სამზარეულოს შესახებ

როგორ იქმნება ყველაზე რეიტინგული ინტერნეტ-ტელევიზია - "პალიტრა ტვ"-ს რედაქტორი შიდა სამზარეულოს შესახებ

მე­დი­ა­ჰოლ­დინ­გ­ში სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით აღ­მოჩ­ნ­და. ერთ დღეს, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დ­ზე მე­დი­ა­ჰოლ­დინ­გის ვა­კან­სი­ე­ბის შე­სა­ხებ შე­იტყო და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე გას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა. სამ დღე­ში მი­ი­ღეს, თუმ­ცა მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჯერ "ამ­ბე­ბი. გე"-ზე გა­მოს­ცა­დეს, შემ­დეგ კი, რა­დიო "პა­ლიტ­რა­ში". ორი წე­ლია, რაც PalitraTV.ge სა­ი­ტის რე­დაქ­ტო­რია.

და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, ეთო ფურცხვანიძისთვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაოა. ყო­ველ­დღი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ლო­დი­ნი მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. მე­დი­ა­ჰოლ­დინ­გის ნი­უს-რუმ­შია მი­სი სა­მუ­შაო მა­გი­და, ერთ დიდ სივ­რ­ცე­ში, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ცე­სებ­ზე უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია ტრი­ა­ლებს.

ეთო ფურცხვანიძე

- არამარ­ტო მე ვთვლი, რომ PalitraTV.ge ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზიაა, რო­მელ­საც უდი­დე­სი რე­ი­ტინ­გი აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დი­დი ნდო­ბაა, რო­მე­ლიც დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა. ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა.

"აქ ყვე­ლა­ფე­რი­ა" - "რა­დი­ო­პა­ლიტ­რი­სა" და PalitraTV.ge-ს სლო­განს იხ­სე­ნებს და ტე­ლე­ვი­ზი­ის პო­პუ­ლა­რო­ბას მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას უკავ­ში­რებს, - ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა, გა­და­ცე­მე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე, უცხო­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი, ექ­ს­კ­ლუ­ზი­ვე­ბი... სწო­რედ ეს ფაქ­ტო­რე­ბი ხდის სა­ინ­ტე­რე­სოს ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხეს, შე­სა­ბა­მი­სად, ეთოს საქ­მი­ა­ნო­ბა­საც.

ეთოს მთა­ვა­რი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც საქ­მის წარ­მარ­თ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა ენერ­გი­უ­ლო­ბაა, ასე­ვე, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა და ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი. არა­ფე­რი უნ­და გა­მო­ე­პა­როს, შეც­დო­მე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხომ ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა, "მე­ტიც, პა­ტა­რა შეც­დო­მა­საც კი არა­ვინ გპა­ტი­ობს", - ამ­ბობს ეთო. ყო­ველ­თ­ვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, რომ PalitraTV.ge-ს აქ­ტი­ურ მა­ყუ­რე­ბელს იმე­დი არ გა­უც­რუ­ოს.

ჰყავს კარ­გი გუნ­დი, რო­მელ­თან მუ­შა­ო­ბა მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნოა. შე­იძ­ლე­ბა ამ­ბი­ცი­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ გუნ­დის ყო­ვე­ლი წევ­რი ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფერ­ში პირ­ვე­ლი იყოს.

სა­მუ­შაო დღე ნი­უს-რუმ­ში იგეგ­მე­ბა. უყ­ვარს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მუ­შაო. ხში­რად არ იცის, დღე რა ინ­ფორ­მა­ცი­ით და­იწყე­ბა, ვი­ნა­ი­დან ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წ­რა­ფით იც­ვ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი. რო­გორ დას­რულ­დე­ბა, მხო­ლოდ დღის ბო­ლოს გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რო­ცა სამ­სა­ხუ­რი­დან მი­დის და შინ, მთე­ლი დღის ნა­მუ­შე­ვარს გო­ნე­ბა­ში, კი­დევ ერ­თხელ გა­და­ავ­ლებს თვალს.

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები