სამხედრო სამსახურში მყოფი სტუდენტები გრანტს მიიღებენ

სამხედრო სამსახურში მყოფი სტუდენტები გრანტს მიიღებენ

სტუდენტების დასაფინანსებლად, რომლებიც 2012 წელს ჩაირიცხნენ ბაკალავრიატში (ან დიპლომირებული მედიკოსის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე), ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ მოიპოვეს სასწავლო გრანტი და, იმავდრულად, საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს სამხედრო სავალდებულო სამსახური 12 თვის ვადით გაევლოთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 160 ათასი ლარი გამოიყო, ამის შესახებ ბიზნესპორტალი BPN.GE იუწყება.

მთავრობის დადგენილებით, შეღავათით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას შეურთდნენ.

სასწავლო გრანტის მაქსიმალური მოცულობა 2012 წელს დადგენილი გრანტით განისაზღვრება.

თავდაცვის სამინისტრო ბენეფიციარი სტუდენტების სიას განათლების სამინისტროს გადასცემს. თუ რამდენად შეესამება კანდიდატი კანონით გათვალისწინებულ პირობებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი დაადგენს. უწყების რეკომენდაციების საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების მინისტრი მიიღებს.

BPN.GE