დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai წელს გადამზიდავი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაკომპანიად დასახელდა.
"flydubai ვერ მიაღწევდა ასეთ ზრდასა და წარმატებებს დროის ასე მცირე მონაკვეთში, რომ არა ასეთი სტიმულირებადი ბიზნეს გარემო არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ჩვენმა ბიზნეს მოდელმა, რომელიც ჩვენი უნარების შესაბამისად შეიქმნა, მთლიანად შეცვალა წარმოდგენა რეგიონში მოგზაურობაზე და კიდევ უფრო გაზარდა სავაჭრო და ტურისტული ნაკადი",- განაცხადა დუბაის ეარშოუს დაწყებამდე კომპანიის გენერლურმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა.
მისივე თქმით, flydubai აგრძელებს ქსელის გაფართოებას დუბაიდან 4-5 საათის ფრენის მანძილზე. დუბაის ავია ჰაბის დამსახურებით, კომპანიამ 46 ისეთ მიმართულებით დაიწყო ფრენა, სადაც მანამდე არ ხორციელდებოდა პირდაპირი რეისები: კავკასიაში, აფრიკაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და ინდოეთის სუბკონტინენტზე. წელს flydubai-მ 16 ახალი მიმართულება დაამატა. ასევე გაიზარდა რეისების რაოდენობა ქსელის სხვადასხვა მიმართულებებზე. ახალი მიმართულებების დამატებასთან ერთად კომპანიამ არსებულზეც გაზარდა დღიური ფრენების სიხშირე.
"მიმდინარე სწრაფი განვითარებითა და წინსვლით, როგორც ინფრასტურტურაში ისე ავია ინდუსტრიაში, ჩვენთვის არ არსებობს წარმატების ზღვარი. ავიკომპანიის ახალი ეტაპის დაწყების პარალელურად, ჩვენი მიზანია, ვიყოთ ლიდერები და შევიტანოთ ჩვენი წვლილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებაში",- განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9