მკითხავი, რომელსაც თბილისელები სასიკვდილო ჯადოს გაკეთებას სთხოვენ

მკითხავი, რომელსაც თბილისელები სასიკვდილო ჯადოს გაკეთებას სთხოვენ

ბევრ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს სჯე­რა, რომ მათ ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს შე­ლოც­ვა და "ყვა­ვის ფრთე­ბი" უშ­ვე­ლის. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, რა კა­ტე­გო­რი­ის კლი­ენ­ტუ­რა აკითხ­ავს თბი­ლი­სელ მკითხ­ა­ვებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ზე მე­ტი­ა, ვიდ­რე გვე­გო­ნა.

ნა­თია კ. რი­გით 74-ე­ა. პა­ტა­რა ოთახ­თან კი ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ა. შე­მო­სას­ვლელ­ში 74 კა­ცი თა­ვის­თა­ვად ვერ და­ე­ტე­ვა, ამი­ტო­მაც ზო­გი­ერ­თი თა­ვის რიგს მან­ქა­ნა­ში ელო­დე­ბა. აქ მხო­ლოდ ქა­ლე­ბი არ არი­ან, ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც ბევრს შეხ­ვდე­ბით, თა­ნაც ახალ­გაზ­რდებს. ამ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი­ა. ყვე­ლას სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მა აქვს, მა­გი­ურ ოთახს მო­რი­დე­ბით შეს­ცქე­რი­ან და ელი­ან, ჯა­დოს­ნუ­რი კა­რი რო­დის გა­ი­ღე­ბა და მკითხ­ა­ვის თა­ნა­შემ­წე მათ გვარს რო­დის და­ი­ძა­ხებს. გა­რე­მო მის­ტი­კუ­რი­ა, სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც ცნო­ბი­ლი მკითხ­ა­ვის სახლს შე­ე­ფე­რე­ბა. ხან­გრძლი­ვი და დამ­ქან­ცვე­ლი ლო­დი­ნის შემ­დეგ ნა­თი­ას რი­გიც მო­დის და ისიც ში­შნა­რე­ვი ცნო­ბი­სმოყ­ვა­რე­ო­ბით აღებს კარს. სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის წე­ლი, თვე და რიცხ­ვი - სულ ეს მო­ნა­ცე­მე­ბია სა­ჭი­რო იმის გა­მო­საც­ნო­ბად, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მი­სი ბე­დი. პრობ­ლე­მა კი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია - ზო­გის ფი­ნან­სუ­რი, ზოგ­საც ქმრის დაბ­რუ­ნე­ბა უნ­და... ნა­თია მიყ­ვე­ბა, რომ აქ ნაც­ნო­ბის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა. იმის­თვის, რომ იმ დი­დი რი­გის ნა­წი­ლი გამ­ხდა­რი­ყო, "ჩაწყ­ო­ბაც" კი დას­ჭირ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დი­დი რი­გის გა­მო ქალ­ბა­ტო­ნი მკითხ­ა­ვი ხალ­ხის ნა­წილს ახ­ლო­ბელ მო­ლას­თან გ­ზავ­ნის. მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და ორ­მოც­და­ათ ლარს შე­ად­გენს. თუ­კი შე­დე­გი არ მოჰ­ყვა, ვი­ზი­ტე­ბი კი­დევ უფ­რო ხშირ­დე­ბა და ფა­სიც იწევს.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, VIP-კლი­ენ­ტე­ბიც არ­სე­ბო­ბენ: პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მა­თი ცო­ლე­ბი და უბ­რა­ლოდ, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი... "შვილს მარ­ტო ვზრდი­დი. ბიზ­ნე­სი და­ვიწყე და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც. ჩემ­მა ვაჟ­მა, რომ­ლის­თვი­საც სი­ცოცხ­ლე­საც გავ­წი­რავ­დი, ცო­ტა ხნის წინ გა­მო­მიცხ­ა­და, რომ შეყ­ვარე­ბუ­ლია და ცო­ლის მოყ­ვა­ნას აპ­ირებს. ის გო­გო რომ გა­ვი­ცა­ნი, არ მო­მე­წო­ნა, ჩემს ვაჟ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს, სულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა, მეჩხ­უ­ბე­ბა, ჩე­მი არა­ფე­რი მოს­წონს, სახ­ლშიც არ მო­დის და მე­უბ­ნე­ბა - მრცხვე­ნი­ა, შე­ნი შვი­ლი რომ ვა­რო. ერ­თხელ ხე­ლი­თაც კი შე­მე­ხო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­ღაც გა­უ­კე­თა, დღე­ვან­დე­ლი გო­გო­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ. აქ ჩე­მი ბი­ჭის ფო­ტო მო­ვი­ტა­ნე. ფაქ­ტობ­რი­ვად, შვილს ვკარ­გავ... ჯერ ჩე­მი რი­გი არ მო­სუ­ლა, მაგ­რამ ორი დღეც რომ მო­მიხ­დეს ყოფ­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­ვი­დე", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის რიგს თით­ქმის სა­მი სა­ა­თი­ა, უც­დის.

ჩვენ შევ­ძე­ლით მო­ლას­თან გა­სა­უბ­რე­ბა. ტელ­მა­ნი უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია ამ საქ­მე­ში­ა. მი­სი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი მას მა­მის­გან ერ­გო.

"ჩვენ ჯა­დოს არ ვა­კე­თებთ, ეს ადა­მი­ა­ნის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა­ა, ხში­რად სა­სიკ­ვდი­ლო ჯა­დოს გა­კე­თე­ბა­საც კი მთხო­ვენ, მაგ­რამ პი­რი­ქით - მე იმ ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბი, ვი­საც გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს. ჯა­დოს მოხ­სნა ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა, ხში­რად მას რამ­დე­ნი­მე თვეც კი სჭირ­დე­ბა. ბევრს არ სჯე­რა ამის, მაგ­რამ და­მერ­წმუ­ნეთ, არ­სე­ბობს და ძა­ლი­ან სა­ში­ში­ა, გა­ბო­რო­ტე­ბულ ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლი­ა, მე კი ასეთ ბო­რო­ტე­ბას ვებ­რძვი".

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)