"რომპეტროლმა" "ტოიოტა კოროლას" გათამაშება დაიწყო

"რომპეტროლმა" "ტოიოტა კოროლას" გათამაშება დაიწყო

კომპანია "რომპეტროლმა" ერთგული მომხმარებლებისათვის 2013 წელს გამოშვებული ავტომობილის - "ტოიოტა კოროლას" გათამაშება დაიწყო.

წამახალისებელი აქცია 24 დეკემბრის 23:59 საათამდე გაგრძელდება და მასში ჩაერთვება ნებისმიერი მსურველი, ვინც "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათით, მინიმუმ 20 ლიტრ საწვავს შეიძენს.

გათამაშებაში ჩართვის პირობები მარტივია. რომპეტროლის ქსელში 20 ლიტრი ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას მომხმარებელს გადაეცემა გათამაშების ერთი ბილეთი. შესაბამისად, 40 ლიტრი საწვავის შეძენის შემთხვევაში მყიდველს 2 ბილეთს გადასცემენ. გათამაშების ბილეთში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მისი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი და სურვილისამებრ, თვითონ, ან ოპერატორის დახმარებით, ბილეთის ის ნაწილი, რომელზეც მისი პირადი მობილურის ნომერი წერია, სადგურზე დამონტაჟებულ გამჭვირვალე ყუთში მოათავსოს.

"რომპეტროლი" ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის საწვავის გარდა, სხვადასხვა სახალისო აქციებიც შესთავაზოს. ამ აქციის მიზანიც სწორედ ჩვენი ერთგული მომხმარებლების წახალისებაა. გათამაშებისთვის შევარჩიეთ "ტოიოტას" უახლესი, წელს გამოშვებული ავტომობილი, რომელიც მაღალი მახასიათებლებით გამოირჩევა და რომლის მოგების შანსიც ნებისმიერ მომხმარებელს აქვს. ვფიქრობ, ეს აქცია საინტერესოდ წარიმართება", - აცხადებს ”რომპეტროლის” გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.

"ტოიოტა კოროლა"-ს გათამაშება 28 დეკემბერს 21:30 საათზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გაიმართება. "რომპეტროლის" იღბლიან მომხმარებელს ავტომანქანას აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე გადასცემენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა