"ჯეოსელი" მაღაზიათა ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

"ჯეოსელი" მაღაზიათა ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

"ჯეოსელი" მაღაზიათა ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. მალე თბილისში კიდევ ერთი ფილიალი ამოქმედდება. სხვა მაღზიების მსგავსად, ახალ ფილიალში წარმოდგენილი იქნება მობილური ტელეფონების ფართო სპექტრი საუკეთესო ფასად, ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაღალკვალიფიციური ექსპერტთა ჯგუფი, მობილური ინტერნეტის ამოუწურავი შესაძლებლობები, განსაკუთრებული გარემო - ყოველივე ამას "ჯეოსელი" თავს უყრის ერთ სივრცეში და ყველას ეპატიჟება,  თავად გახდეს მობილური სამყაროს ბოლო მიღწევების თანამონაწილე.

შეგახსენებთ, დედაქალაქის "ჯეოსელის" მაღაზიები 5 ნოემბრიდან ფუნქციონირებს , რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მისი მიზანია, მაქსიმალურად მეგობრული და თბილი გარემო შეუქმნას ყველა სტუმარს.

"ჯეოსელის" ახალ მაღაზიებში მისულ მომხმარებელს დახვდება მობილური ტელეფონების შესაძლებლობების და "ჯეოსელის" ხელსაყრელი შეთავაზებების უნიკალური სინთეზი. ყველა მსურველი შეძლებს ერთ სივრცეში, მობილური ტერმინალის ექსპერტების დახმარებით, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია თანამედროვე მობილურ ტექნოლოგიებზე, აირჩიოს მის შესაძლებლობებზე მორგებულ მობილური ტელეფონი და მის ეფექტურად გამოყენებაში "ჯეოსელის" მრავალფეროვანი პაკეტები გამოიყენოს. იქვე, ტექნოლოგიურ სტენდზე ყველა მსურველი შეძლებს ახლოს გაეცნოს ამა თუ იმ სიახლეს და თავად გამოსცადოს მისი უპირატესობა. სპეციალურ საპრეზენტაციო სივრცეში მოეწყობა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.

კიდევ ერთი სიახლე "ჯეოსელისგან": სასაუბრო დროის, SMS- ების და მობილური ინტერნეტის უნიკალური სინთეზი, პაკეტი "მეტი", რაც გულისხმობს ყველაზე ხელსაყრელ ფასს, გადახდის მარტივ ფორმას ნებისმიერი აპარატიდან და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებას.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა