თაფლი "მაჭახელას დათუნია'' "სმარტის'' ქსელში უკვე იყიდება. შეთანხმება "გაყიდვების მართვის კომპანიას'' და "სმარტს'' შორის ოქტომბერში გაფორმდა და შესაბამისად, თბილისის 5 ობიექტში 4 სახეობის - აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მაისის თაფლი იყიდება.
თაფლს - "მაჭახელას დათუნიას'' ბრენდით აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში "მილენიუმის'' პროგრამის დაფინანსებული საწარმო აწარმოებს. ნედლეულს კომპანია მაჭახელას ხეობაში, ფერმერებისგან ყიდულობს. "'ხეობაში წარმოებული თაფლი უნიკალური სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა'', - აცხადებენ კომპანიაში. "სმარტის'' გარდა, ამ დროსათვის პროდუქცია "გუდვილის'', "ნიკორას'', "ფრესკოს'' და "ბიგ ბენის'' ქსელში იყიდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9