ბანკი "რესპუბლიკა" მომხმარებელს ავტოგანვადებას სთავაზობს. ყველას, ვისაც სურს, შეიძინოს საოცნებო ახალი ან მეორადი ავტომანქანა, ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე აძლევს საშუალებას, ისარგებლოს ავტოგანვადების ყველაზე მოსახერხებელი პირობებით და მიიღოს დაუჯერებელი საჩუქრები.
ბანკ "რესპუბლიკის" ავტოგანვადება მომხმარებელს აძლევს ოცნებების ახდენის საშუალებას - ახალი ან მეორადი ავტომობილი უკვე თქვენს განკარგულებაშია, თანაც დაბალი საპროცენტო განაკვეთით უკვე ლარში და კონვერტაციის დაზოგილი თანხით. საჩუქრები კი მართლაც ზღაპრულია - 6-თვიანი ავტოდაზღვევა "ჯიპიაისგან", 500 ლარის ღირებულების საწვავი "გალფისგან" და კიდევ, "გალფბარათი", რომლითაც მთელი წლის განმავლობაში 7-თეთრიანი ფასდაკლებით შეიძენთ ნებისმიერი ტიპის საწვავს. განვადება შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელი ვალუტით: ლარით, დოლარით ან ევროთი. რაც მთავარია, აღარ იქნება საჭირო ლოდინი, რადგან დამტკიცების პროცედურა უმოკლეს დროში, 15 წუთში სრულდება.
პირობები:
- 1 წელი - 0%-დან;
- 2 წელი - 5%-დან;
- 3 წელი - 8,5%-დან;
- პირველადი შენატანი - 20%-დან.
მეორადი ავტომობილებისთვის ვრცელდება განვადების განახლებული პირობები:
- 1 წელი - 11%-დან;
- 2 წელი - 12,5%-დან;
- 3 წელი - 13,5%-დან.
"30 000 ლარზე მეტი ღირებულების ავტომანქანებზე 6-თვიანი დაზღვევა "ჯიპიაისგან", 500 ლარის საწვავი და ფასდაკლების ბარათი "გალფისგან".
იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია",- აცხადებენ ბანკში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9