რატომ შეიტანეს შავ სიაში მერაბიშვილის მითითებით ზურა რთველიაშვილი

რატომ შეიტანეს შავ სიაში მერაბიშვილის მითითებით ზურა რთველიაშვილი

"...ცხელი ზაფხული იყო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მარტო ბერლინში სამი მოწვევა მქონდა სხვადასხვა ფესტივალსა და ივენთებზე. ჩემმა ევროპელმა კოლეგებმა სიურპრიზი გამიკეთეს და მათ აღნიშნეს ჩემი დადა-ტახტზე ასვლის 20 წლისთავი დადამარშით... მსვლელობას ახლდა ნონსტოპ პერფორმანსები, ევროპელი პოეტების, მუსიკოსებისა და მხატვრების მონაწილეობით. პერფორმანსები წარმოვადგინე ბერლინში, ციურიხში, ოსლოსა და სხვა ქალაქებში" - გვითხრა ზურაბ რთველიაშვილმა, რომელიც რამდენიმე წელია, შვედეთში ცხოვრობს. მან წიგნის მნიშვნელობასა და მწერლის დანიშნულებაზე საკუთარი აზრი წერილობითი სახით მოგვაწოდა და საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზეც გაგვცა პასუხი...

- წიგნი იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, რომელიც რადიკალურად ცვლის ადამიანის ცნობიერებას. სხვა ყველაფერი, ინტერნეტის ჩათვლით, სამოქმედო ასპარეზია, უბრალოდ, განსხვავებული ტექნოლოგიების გამოყენებით. კინემატოგრაფიაც ხომ წიგნის ვიზუალური ვერსიაა. ფირზე გადატანილი რომანის, პიესის, პოეზიის ეკრანიზაცია, თუმცა ვერც კინომ და ვერც თეატრმა ვერ ჩაანაცვლა წიგნი. იმავეს ვიტყვი ინტერნეტზე, რადგან შეუძლებელია საკუთარი თავის საკუთარი თავით ჩანაცვლება. რაც შეეხება ფორმას, ბეჭდვით საშუალებებს სხვა დატვირთვაც აქვს, თავისი მყარი სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს მათ მარადიულ არსებობასა და მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ, გლობალური მასშტაბის ავარიის შემთხვევაში მწყობრიდან რომ გამოვიდეს მთელი ელექტრონული სისტემა, გაქრეს და დაზიანდეს უამრავი ინფორმაცია, წიგნი მაინც დარჩება, რადგან ის უკვდავია და ათასწლეულებს უძლებს.

რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთი ორიგინალური პროექტი განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა მკითხველის შეხვედრას ცოცხალ წიგნებთან. სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში სტუდენტები ხვდებოდნენ სხვადახვა წიგნის ავტორებს და სანამ ქვეყანას დავტოვებდი, მეც ვმონაწილეობდი პირველ ღონისძიებაში.

მე ვიტყოდი, რომ არსებობენ უბრალოდ წიგნის ავტორები, მათ შორის სიტყვის გენიალური ოსტატებიც არიან, მაგრამ, ყველა ვერ იქცევა ცოცხალ წიგნად. ეს საკმაოდ სპეციფიკური სტატუსია ხელოვნების სამყაროში, ცოცხალი წიგნებისათვის ნებისმიერი მასშტაბის რყევები, რევოლუციები მხოლოდ დროებითი საკვების, საწვავის როლს ასრულებენ, რომელსაც ისინი ახალი პოეტური იდეების განსახორციელებლად იყენებენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს