მისტერ რექსი - ადამიანის და ძაღლის საუკეთესო თვისებების უნისონი

მისტერ რექსი - ადამიანის და ძაღლის საუკეთესო თვისებების უნისონი

სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგმა" ჟურნალისტებს მისტერ რექსის კამპანიის შექმნის ისტორია გააცნო. პრეზენტაცია რესტორან "პროვანსში" გაიმართა, სადაც კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი მედიის წარმომადგენლებს კამპანიის მიზნებზე და ამოცანებზე დეტალურად ესაუბრა.

მისტერ რექსი არის ადამიანი ძაღლის თავით, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის მთავარი გმირია. იგი დახმარებაზე ორიენტირებული პერსონაჟია, რომელიც რთულ მომენტებში საჭირო ადგილას არის.

რატომ ადამიანი ძაღლის თავით? - ეს კითხვა კომპანიის წარმომადგელების მისამართით ყველაზე ხშირად ისმის. როგორც თავად განმარტავენ, რექსი ადამიანის და ძაღლის საუკეთესო თვისებების უნისონია.

ლაბრადორის ჯიშის (Golden retriever) ძაღლი თავის თავში ერთგულებას, მხარდაჭერას, მეგობრობას, დაცვას, სიკეთეს აერთიანებს, რასაც ადამიანური ლოგიკა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა, რისკების თავიდან არიდება და ზარალის მინიმალიზაცია ერწყმის.

მისტერ რექსი სფეროს ექსპერტია, მას აქვს დახვეწილი გემოვნება, არის პოზიტიური, იუმორის მქონე, სპორტული და შემოქმედებითი.

პერსონაჟი ბრიტანეთში შეიქმნა, ძაღლის თავი 8 კილოგრამს იწონის. მისი მონაწილეობით სარეკლამო რგოლები კი რუმინეთის წამყვან კომპანიაში დამზადდა. მათი დამზადების დეტალებზე ჟურნალისტებთან სარეკლამო კომპანია "ვინდფორსის" დირექტორმა ემა პრისამ ისაუბრა. მისი თქმით, გამოიკვეთა პრობლემა, რომ საქართველოში დაზღვევაზე არავინ ფიქრობს, ამიტომ კამპანიის ამოცანა ადამიანებში დაზღვევაზე დაფიქრება იყო. ამასთან, პერსონაჟი დასამახსოვრებელია და იგი სხვა კომპანიის წარმომადგენელში არავის აერევა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ადამიანებს არაორდინალური პერსონაჟის გასაცნობად და მასთან შესაჩვევად დრო ჭირდებათ.

"ჯი პი აი ჰოლდინგის" მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი:

" ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არის დრო, რომ გავაქტიურდეთ და ჩვენი მომსახურება უფრო პოპულარული გავხადოთ. ამ კამპანიამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სარეკლამო ბაზარზე უპრეცენდენტო პროექტია. უახლოეს მომავალში საზოგადოება ახალ სარეკლამო რგოლებს იხილავს, სადაც მისტერ რექსს, როგორც მზრუნველს, დამხმარეს, პრობლემის მომგვარებელს გაიცნობს. ვინაიდან, სადაზღვევო კომპანია ადამიანის პარტნიორია რთულ სიტუაციებში. ეს იქნება ჩვენი მიზანი, რომ გრძელვადიანად, ადამიანებს დავანახოთ ის ღირებულება, რომელიც მოაქვს დაზღვევას. ძაღლი ერთგულების სიმბოლოა. სადაზღვევო კომპანია ჩვენი სახით არის ის კომპანია, რომელიც რთულ მომენტებში ადამიანს გვერდში უდგება და ყველანაირ პრობლემას უგვარებს", - აღნიშნა "ჯი პი აი ჰოლდინგის" მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა და დასძინა, რომ რექსს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, გააჩნია ადამიანური ლოგიკა, ინტელექტი და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

ამასთან, პრეზენტაციაზე ჟურნალისტებმა მისტერ რექსის მონაწილეობით ის სარეკლამო რგოლებიც იხილეს, რომლებიც ჯერ ეთერში არ გასულა.

მაყურებელი მომავალში მისტერ რექსს სხვადასხვა ცხოვრებისეულ, პრობლემურ სიტუაციებში იხილავს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი