საქართველოში LG Electronic-ის პირველი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მაღაზია იხსნება

საქართველოში LG Electronic-ის პირველი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მაღაზია იხსნება

22 ნოემბერს 17:00 საათზე ვაჟა-ფშაველას გამზირზე საქართველოში კომპანია LG Electronic-ის პირველი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მაღაზია იხსნება. საქართველოს მაშტაბით "ლჯ ელექტრონიქსის" ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია "არაი თუმოროუ" იქნება. კომპანიის პირველი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პრემიუმ კლასის მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მოწვეულია LG-ის საპატიო დელეგაცია, მათ შორის LG Gulf-ის პრეზიდენტი ბატონი დი ვაი კიმი, რომელიც საზეიმო ვითარებაში გახსნის "ლჯ"-ის ბრენდ მაღაზიას.

როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, LG გეგმავს გახდეს ინდუსტრიის წამყვანი კომპანია პროდუქციის ფართომასშტაბიანი ხაზით, სწორედ ამ მიზნით, კომპანია ჩუქნის საქართველოს მომხმარებელს პირველ ოფიციალურ ბრენდ მაღაზიას, რომელიც გაანებივრებს ქართველ მომხმარებლებს მუდმივი ინოვაციებით.

კომპანია LG-ის ძირითადი სტრატეგია მიმართულია იმისაკენ, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იყოს უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

კორპორაცია "ლჯ ელექტრონიქსი" (LG Electronics) (KSE: 066570.KS) არის მსოფლიოს წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მობილური კავშირის ტექნოლოგიებში ინოვატორული კომპანია, რომლის თანამშრომელთა რიცხვი აღემატება 87000 ათას კაცს მსოფლიო მასშტაბით გავრცელებულ 110 საწარმოში. 2012 წელს გლობალურმა გაყიდვებმა შეადგინა 45,22 მილიარდი აშშ დოლარი (რაც უდრის 50,96 ტრილიონ KRW), კომპანია "ლჯ" (LG) მოიცავს ოთხ ბიზნეს ერთეულს - საყოფაცხოვრებო, აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკა (Home Entertainment), მობილური კავშირის კომუნიკაციები (Mobile Communications), საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები (Home Appliance) და კონდიციონირება & ენერგოეკონომია (Air Conditioning & Energy Solutions) - და არის ბრტყელი ტელევიზორების, მობილური ტელეფონების, კონდიციონერების, სარეცხი მანქანებისა და მაცივრების მწარმოებელი წამყვანი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია LG Electronics-ს მინიჭებული აქვს 2012 და 2013 წლებში ENERGY STAR® Partner-ის სერტიფიკატი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებსაიტს www.LGnewsroom.com.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა