"ვისოლი" ავტოსამრეცხაოების ქსელს აფართოვებს

"ვისოლი" ავტოსამრეცხაოების ქსელს აფართოვებს

"ვისოლის" ავტოსამრეცხაოების ქსელს კიდევ ერთი ობიექტი შეემატა. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი მრეცხავები და მომსახურების ხარისხის კონტროლის მენეჯერები სანზონაში, დავით გურამიშვილის ქუჩა #41-ში მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს სრულყოფილ სამრეცხაო მომსახურებას სთავაზობს. "ვისოლს" ავტოსამრეცხაოების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში.

"ვისოლი" მუდმივად ცდილობს სრულყოფილი კომფორტი შეუქმნას ერთგულ მომხმარებელს და ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის პროდუქტების გარდა, დამატებითი მომსახურების ობიექტები შესთავაზოს, სადაც ყველა საჭირო პროდუქტს და მომსახურებას ოპერატიულად, იქვე მიიიღებს. სწორედ ამიტომ, "ვიანორის" 18 ავტომომსახურების ცენტრი, 9 სუპერმარკეტი "სმარტი" და 13 ავტოსამრეცხაოა უკვე განთავსებული "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე და მომავალში ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდიც" დამატებით კომფორტს შეუქმნის მომხმარებელს", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

"ვისოლს" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა