ვლადიმერ ბოისა: "მე და ჩემი მეუღლე ხშირად და-ძმა ვგონივართ"

 ვლადიმერ ბოისა: "მე და ჩემი მეუღლე ხშირად და-ძმა ვგონივართ"

ქართული კალათბურთი მალე ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ფედერაციას 2001 წლიდან ბესიკ ლიპარტელიანი ხელმძღვანელობს. ამჯერად პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვეს ვეტერანმა კალათბურთელმა მიხეილ ახვლედიანმა, კახა შენგელიამ, რომელიც ასევე ყოფილი კალათბურთელია. კახა "ბრუკლინ ნეთსის"ღირსების დამცველ თორნიკე შენგელიას მამაა. პრეზიდენტობის კანდიდატია ვლადიმერ ბოისა, რომელიც ბოლოს სლოვენიაში თამაშობდა. სავარაუდოდ, დაძაბული ბრძოლის მომსწრე გავხდებით. ცხარე დებატები, თუ ვინ ჩაუდგება საქართველოს კალათბურთს სათავეში, უკვე დაწყებულია. ჩვენ ვლადიმერ ბოისას გავესაუბრეთ, თუმცა არა მხოლოდ ამ საკითხზე.

- ბოლო დროს ქართულ კალათბურთში სიტუაცია დაიძაბა. მალე ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ. თქვენ ერთ-ერთი კანდიდატი ხართ. არჩევნებში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?

- კალათბურთის ფედერაციაში არსებული დაპირისპირება მე არანაირად არ მეხება. არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, ქართულ კალათბურთს დავეხ-მარო. მწვრთნელებსა და მენეჯერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და მსურს, ეს გამოცდილება ქართულ კალათბურთს მოვახმარო. შემიძლია, როგორც კალათბურთელმა კი არა, როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთო.

- როგორ ფიქრობთ, არჩევნებში თქვენი მთავარი კონკურენტი ვინაა?

- ყველა კანდიდატი კონკურენტია. მთავარია, ვინ რას ფიქრობს და ვის როგორ წარმოუდგენია ქართული კალათბურთის განვითარება. ახლა ძალიან ძნელია იმის თქმა, ვინაა ძლიერი. ჯერჯერობით ყველა ძლიერი კონკურენტია.

- პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, რას შეცვლით?

- ამ თემაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. ყველამ იცის, რომ საქართველოში ბავშვთა კალათბურთი არ არის ისეთ დონეზე, როგორც საჭიროა და ყველაფერი აქედანაა დასაწყები. მწვრთნელებთან მუშაობა და თამაშის დონის ამაღლება აუცილებელია. საქართველოში ქალთა კალათბურთი არ არის განვითარებული. ფედერაციის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა იცის ეს პრობლემები და დარწმუნებული ვარ, წარდგენისას ერთმანეთის მსგავსი პროექტები იქნება.

- კალათბურთიდან თქვენი წასვლა, მგონი, ადრე იყო.

- ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე. კარგი გუნდი თუ მიმიწვევდა, კიდევ ვითამაშებდი. სლოვენიაში კონტრაქტი დამიმთავრდა. კარგ გუნდებში მითამაშია, ამიტომ არ მინდოდა ისეთ გუნდში თამაში, რომელიც მერვე-მეცხრე ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის. გადავწყვიტე, საერთოდ დამენებებინა თავი კალათბურთისთვის.

- კალათბურთისთვის თავის დანებების შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?

- კვირაში სამჯერ და ოთხჯერ თუ არ ვივარჯებ, ცუდად ვგრძნობ თავს. ბევრს დავრბივარ და ვცურავ. კალათბურთთან ნაკლები შეხება მაქვს. ხანდახან ბავშვებთან თუ მივალ და ვანახვებ, როგორ ითამაშონ. ხუთი ხუთზე და ერთი ერთზე მეგობრებთან ერთადარ ვთამაშობ. ლამის მთელი ცხოვრება კალათბურთში ვვარჯიშობ და ნარკოტიკივითაა ჩემთვის. ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ამ სპორტიდან წამოვედი.

- თქვენი ძმის ცეკვას "ცეკვავენ ვარსკვლავებში"როგორ შეაფასებდით?

- როცა ცეკვას იწყებ, მოგება გინდა. ისევე როგორც სპორტში, ცეკვაშიც ასეა. ჩემი აზრით, ტოლიკას ცეკვა კარგად გამოსდის. მხოლოდ მეორე ტურში არ გამოუვიდა, დანარჩენი ნომრები ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ისე კარგად ცეკვავდა, რომ ფინალში უნდა მოხვედრილიყო. ტოლიკას პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იყო. მან დაანახვა მაყურებელს, რომ სპორტსმენებსაც შეუძლიათ კარგად ცეკვა. ტოლიკამ დაამტკიცა, მაღალ სპორტსმენებს შედარებით დაბალ და მოქნილ მსახიობებზე კარგად შეუძლიათ ცეკვა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია