"ახალი ნათების" პრემიუმ კლასის საიმიჯო შოურუმი გაიხსნა

"ახალი ნათების" პრემიუმ კლასის საიმიჯო შოურუმი გაიხსნა

"ახალი ნათების" პრემიუმ კლასის საიმიჯო შოურუმი გაიხსნა, რომელიც აღმაშენებლის ხეივანში მდებარე "ახალი ნათების" ცენტრალური პავილიონის უკან მდებარეობს.

ახალი შოურუმი, როგორც თვისობრივად, ასევე მომსახურების თვალსაზრისით განსხვავდება "ახალი ნათების" ქსელური მაღაზიებისგან და ამიტომ ქართულ ბაზარზე განსხვავებული სახელწოდებით - Forum By New Light (ფორუმი ახალი ნათებისგან) გამოვა.

Forum by New Light არის ერთ-ერთი უნიკალური პროექტი მთელ ქვეყანაში, როგორც არქიტექტურული, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის 3500კვ.მ ფართობის მქონე შენობა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ევროპული მწარმოებლების მიერ შექმნილი პროდუქცია (იტალია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია).

შენობის უნიკალური არქიტექტურა შექმნილია არქიტექტორ მერაბ გუჯეჯიანისა და "ახალი ნათების" დამფუძნებლის (იდეის ავტორი) ზურაბ გაბინაშვილისა და "ახალი ნათების" პროექტების მენეჯერის (ტექნიკური მხარდაჭერა) შოთა გაბინაშვილის ერთობლივი მუშაობის შედეგად. შენობაში გადმოტანილია ბუნებისა (მეჩხერი ტყე, მინდორი, მდინარის ქვიანი სანაპიროები) და ლანდშაფტის ელემენტები და წარმოადგენს მართლაც განუმეორებელ პავილიონს არა მხოლოდ არქიტექტურული, არამედ ეკოლოგიის თვალსაზირითაც.

შენობა შედგება 4 სართულისაგან:

-1 სართული - 1000 კვმ-ზე განთავსებული თანამედროვე დიზაინის, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი და ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური LED სანათებით განათებული სასაწყობე მეურნეობა.

1 სართული - 400 კვმ-ზე განთავსებული shop in shop ტიპის სალონი და 600კვმ-ზე განთავსებული ლოგისტიკური პლატფორმა.

მთავარი სართული - 1000 კვმ-ზე გადაჭიმული შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ევროპის 11 გიგანტი ბრენდის განათებები, აქსესუარები და ავეჯი (Philips, Artemide, DeltaLight, Prolicht, Kolarz, Linea Light, Fumagalli, Flos, Huelsta, Gautier, Freistil by Rolf-Benz, Koinor), გარე განათების ავეჯისა და სანათების პავილიონი, კაფე სტუმრებისათვის და ხიდი, რომლითაც ახალი ნათების ცენტრალური შოურუმი უკავშირდება ახალ შენობას.

3 სართული - ოფისები, საკონფერენციო დარბაზი და მცირე სავარჯიშო დარბაზი დასაქმებულთათვის.

შენობა დასრულებულია ასევე უნიკალური დიზაინის ტერასით, რომელიც განთავსებულია სახურავზე და გარდა არაჩვეულებრივი ხედებისა, გამოირჩევა ასევე გასაოცარი ეფექტების მქონე განათებით.

Forum by New Light -ში დასაქმებულია 30-მდე კარგად დატრენინგებული და კვალიფიციური კადრი. წარმოდგენილი სანათების, ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობა 900 დასახელებას აღემატება.

გახსნის ცერემონიას დაესწრო ყველა პარტნიორი, ბრენდის 30-მდე წარმომადგენელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან, დიპლომატიური კორპუსისა და სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოში მოღვაწე ყველა არქიტექტორი და დიზაინერი და მრავალი სხვა საპატიო სტუმარი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა