"ალდაგიმ" ბაზარზე ახალი პროდუქტი - "შინაური ცხოველების დაზღვევა" გამოიტანა. როგორც კომპანიაში განმარტეს, დაზღვევას ექვემდებარება ის შინაური ცხოველები, რომლებიც არიან რეგისტრირებულნი და აქვთ პასპორტი. პოლისით დაზღვეულია მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ანაზღაურებას ექვემდებარება შინაური ცხოველის ტრავმებთან დაკავშირებული დანახარჯები, მათ შორის, მომვლელის დაქირავების, ასევე, დაკარგული ცხოველის ძებნით გამოწვეული სარეკლამო ხარჯები. ანაზღაურდება მპოვნელის დასაჯილდოებლად გაღებული თანხაც.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9