ცნობილთა ფოტოარქივიდან - "გარდატეხის ასაკში გავფუჭდი"

ცნობილთა ფოტოარქივიდან - "გარდატეხის ასაკში გავფუჭდი"

ცნობილ ადამიანებს ძირითადად ასე ახასიათებენ: ლამაზები, წარმატებულები, ყოველთვის კარგად გამოიყურებიან... თუმცა, რა თქმა უნდა, იყო დრო, როცა მათ საზოგადოება არ იცნობდა. როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები წარსულში? ძველ ფოტოებს ისინი" "კვირის პალიტრასთან" ერთად ათვალიერებენ.

"გოგოები მეუბნებოდნენ: ამას როგორ ჩაიცვამო"

ლალი მაროშკინა: - 25 წლის ვარ... 16 წლისას უკვე გიორგი გამიჩნდა.

...მივდიოდით დასასვენებლად ქობულეთში. წასვლის წინა საღამო იყო, ახალი დაბრუნებული ვიყავი გერმანიიდან, სადაც ვსწავლობდი. ვიზომებდი ჩამოტანილ კაბებს. ჩემი მეგობარი გოგონები ესწრებოდნენ დეფილეს. ამ დროს უკვე მეორე არხის საინფორმაციო პროგრამის წამყვანი ვიყავი. მახსოვს, გოგოები მეუბნებოდნენ: ასეთ მოკლე კაბას როგორ ჩაიცვამო. 20 წლის წინ არცთუ ხშირი იყო ასეთი ჩაცმულობა. მე მომწონს ძველი ფოტოები. ამით ვამტკიცებ, რომ ყველაფერი ჩემი და ნატურალური მაქვს.

"გარდატეხის ასაკში გავფუჭდი"

თიკო სადუნიშვილი: - ამ ფოტოს, რომელზეც მე და ქრისტინე იმედაძე ვართ ბავშვობაში, ყველაზე ბევრი კომენტარი აქვს "ფეისბუკზე". არადა, არც ერთ სხვა ფოტოს, სადაც უკვე დიდი ვარ და ლამაზად გამოვიყურები, არა აქვს ამდენი მოწონება. აქ უკვე გათხოვილი ვარ და ბავშვიც მყავს ერთი თვის, თუმცა მაინც თინეიჯერი ვიყავი და თავს დიდი ქალივით არ ვუვლიდი. მერე აღმოაჩენ ხოლმე, რომელი ნაკვთი უნდა გამოკვეთო შენს სახეზე, რომელი ვარცხნილობა გიხდება...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო