"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პაკეტს ზრდის. ბანკში სტარტაპებისთვის სპეციალური ფონდის შექმნასაც არ გამორიცხავენ. "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა მენაბდე ამბობს, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" წარმატებული გამოდგა და ფერმერების მხრიდან ინტერესი დიდია.
"ძალიან ბევრი ახალი მომხმარებელი გამოჩნდა. სესხი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, შესაბამისად, ფინანსური რისკები გაიზარდა. "საქართველოს ბანკმა" "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" თითქმის ყველა კომპონენტში მიიღო მონაწილეობა, გარდა პირველისა, რომელიც ძალიან მცირე მოცულობის სესხების გაცემას გულისხმობს. ამ ეტაპზე ჩვენ სულ 47 მლნ-მდე ლარის სესხი გავეცით, რომლის ძირითადი ნაწილი მეორე კომპონენტზე მოდის", - განაცხადა მენაბდემ.
"საქართველოს ბანკმა" "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 47 მლნ ლარამდე მოცულობის სესხი გასცა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9