ბავშვთა საერთაშორისო დღე "მაკდონალდსში"

  ბავშვთა საერთაშორისო დღე "მაკდონალდსში"

მთელი მსოფლიოს მასშტაბით "მაკდონალდსმა" აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და მუდმივად აწყობს საქველმოქმედო აქციებს მათთვის, ვისაც დახმარება ძალიან სჭირდება. ყოველწლიურად ტარდება აქციები ონკოლოგიური და სხვა დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად, ასევე უპატრონო და მზრუნველობამოკლებულთა ცხოვრების გასახალისებლად. სწორედ ამასთან დაკავშირებით 20 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე "მაკდონალდსი" ატარებს აქციას - "ბედნიერი დღეები მაკდონალდსში".

"მაკდონალდსს" საქართველოს მასშტაბით აქვს 6 რესტორანი - 4 თბილისში, თითო ბათუმსა და ქუთაისში.

20 ნოემბრიდან "მაკდონალდსის" ყველა რესტორანში დაიდგმება ცოცხალი ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო სალაროებთან განთავსდება სპეციალური ყუთები ნაძვის ხის სათამაშოებით.

"მაკდონალდსის" ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ნაძვის ხის სათამაშო სიმბოლურ ფასად. სათამაშოში გადახდილი თანხა გადაირიცხება "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" ბავშვთა განყოფილების პაციენტების სამკურნალოდ.

მყიდველებს შესაძლებლობა ექნებათ შეძენილ ნაძვის ხის ბურთს დააწერონ თავიანთი სახელი, სურვილები თუ გზავნილები და სათამაშოები ჩამოკიდონ რესტორნებში განთავსებულ ნაძვის ხეებზე. აქციის დასრულების შემდეგ მორთული ნაძვის ხეები დაირგვება "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" ეზოში პაციენტი ბავშვების მიერ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი