"საქართველოს ბანკი" Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. ბანკმა ხაშურში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი 26 მაისის ქუჩაზე, პირველ ნომერში მდებარეობს.
"საქართველოს ბანკის" Express სერვისცენტრში, მოსახლეობა შეძლებს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ამ დროისთვის, საქართველოს ბანკის უკვე 44 Express-ი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 4 ადამიანი დასაქმდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9