ვაგონი-ხიდი ახალქალაქი-ახალციხის გზაზე

ვაგონი-ხიდი ახალქალაქი-ახალციხის გზაზე

ვაგონი ხიდად, ახალციხე-ახალქალაქის გზაზე დიდი ხნის გადებულია, თუმცა ამ ორიგინალურმა და უკვე ჟანგმოკიდებულმა "გამოგონებამ" ინტერნეტსივრცე ამჯერადაც აალაპარაკა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ სამხრეთ საქართველოში მოგზაურობიდან დაბრუნებული დამთვალიერებელი ღირშესანიშნაობათა გვერდით ამ ხიდსაც მოიხსენიებს ხოლმე.

სიძველე და ორიგინალობა - ეს ორი ასოციაცია უჩნდება ხიდის მნახველს. ხიდი ხელისუფლებისგან მიტოვებული, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების იოლი და იაფი გამოგონებაა. ის არც ძვირადღირებული და არც სუპერთანამედროვე, თუმცა საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია; ამასთან, როგორც ფოტოდან ჩანს, ფეხით მოსიარულეთათვის დიდი საფრთხის შემცველიც.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო