"ნიკორას" სუპერმარკეტებში ნახევრად შებოლილი სიომგის ფილეს შეძენა 9.20 ლარადაა შესაძლებელი. აქციის პირობები, თბილისის მასშტაბით მდებარე სავაჭრო ობიექტებში, პროდუქტის 170 გრ-იან შეფუთვებზე, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ 170 გრ სიომგას სტანდარტული ფასი "ნიკორას" ქსელში 11.30 ლარია.
ამას გარდა, 28 ნოემბერს, 17:00 საათიდან, აგლაძის 26 ნომერში მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტი 10 სხვადასხვა სახეობის თევზის დეგუსტაციაზე გეპატიჟებათ. ამავდროულად, აღნიშნულ სავაჭრო ობიექტში, დეგუსტაციაზე წარმოდგენილ პროდუქტებზე აქციაც იმოქმედებს. დღის განმავლობაში, აგლაძის 26-ში არსებულ სუპერმარკეტში, 6 სახეობის ქაშაყის ფილე, შემწვარი ნოტოტენია, სკუმბრია და სიომგის ფილე შეგიძლიათ შეიძინოთ განსაკუთრებულ ფასად. ამავე სუპერმარკეტში, 28 ნოემბერს, აქცია თევზის თანაპროდუქტებს - ლუდ "ლოვენბრაუს", არაყ "გრადუსს", კიტრის მწნილსა და ზეთის ხილსაც შეეხება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9