თვის ბოლო პარასკევი მშობლებისთვის გამორჩეული ხდება

თვის ბოლო პარასკევი მშობლებისთვის გამორჩეული ხდება

შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გამოვიდა.

ჟურნალებში მასალები გოგონებისა და ბიჭების ინტერესების შესაბამისად თემატურად განაწილდა.

თემატურად არის შერჩეული საბავშვო კროსვორდები, სკანვორდები და რებუსები.

"ბიჭების საბავშვო კარუსელშია" სამგანზომილებიანი გასაშლელი ნახატი-სათამაშო, რომელიც ბავშვმა თავისი ხელით უნდა ააწყოს. ასევე "ადამიანი ობობას" ნიღაბი.

ჟურნალთან ერთად შესაძლებელია ასაწყობი თვითმფრინავის შეძენაც სპეციალურ ფასად (8 ლარის ნაცვლად 4 ლარად, ჟურნალთან ერთად 5 ლარად). ის უფროსისა და ბავშვის უერთიერთთანამშრომლობაზეა გათვლილი, ამიტომ მის აწყობაში უფროსებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. საბოლოოდ მიიღებთ სამგანზომილებიან თვითმფრინავს, რომელიც ნამდვილი სამხედრო თვითმფრინავის ასლია.

"გოგონების საბავშვო კარუსელი" პატარებს პრინცესების კოლექციას სთავაზობს, რომელსაც გოგონა თავისი ხელით ამოჭრის და ნიმუშის მიხედვით, შეძლებს მათ ფეხზე დაყენებას. ჟურნალებს საჩუქრად მოჰყვება წებოვანი სტიკერები.

"გოგონების საბავშვო კარუსელთან" ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნი გოგონებისთვის "მე და ჩემი ბებიკო" სპეციალურ ფასად, რომელიც პატარამ თავისი ხელით, ან მშობლის დახმარებით უნდა შეავსოს. (წიგნის ფასია 4 ლარი, ჟურნალთან ერთად 5 ლარი)

ჟურნალების შეძენა შესაძლებელია თვითმფრინავებისა და წიგნის გარეშეც 1 ლარად.

ნომრებშია ლამაზად ილუსტრირებული, გონების სავარჯიშო ტესტები, რომელიც პატარებს ზოგადი უნარების ჩამოყალიბებაშიც ეხმარება.

კალიგრაფიისთვის ხელის გასავარჯიშებელი დავალებები, გასაფერადებლები.

ლოგიკურ თავსატეხები, რომლებიც ბავშვს განსჯისა და დაკვირვების უნარის გამომუშავებაში დაეხმარება.

სახალისო ამოცანები, რომლებიც მეხსიერებას ავარჯიშებს და ცოდნის შემოწმების საშუალებასაც იძლევა.

გოგონების და ბიჭების საბავშვო კარუსელი თვეში მხოლოდ ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს გამოვა. დანარჩენი სამი პარასკევის განმავლობაში კი ჟურნალს და თანდართულ ხმოვან წიგნებს ჩვეულებრივი ფორმატით მიიღებთ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები