სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ვერტმფრენი წუხელ გვიან ღამით ჩამოვარდა და ერთ-ერთი ლუდხანის სახურავს დაეცა. "ბიბისის" ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ლუდხანაში ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია დარჩენილი დანგრეული შენობის ნანგრევებში.
ვერტმფრენში ორი პოლიციელი და ერთი პილოტი იმყოფებოდნენ.