ხვდება თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ანდრო ბარნოვს

ხვდება თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ანდრო ბარნოვს

ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პა­უ­ზის შემ­დეგ ნუ­კი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი ტე­ლე­ე­თერს ცო­ტა ხნის წინ და­უბ­რუნ­და და "კო­მე­დი არ­ხ­ზე" გა­და­ცე­მა "ფე­ის­ბუ­ქი" მიჰ­ყავს. ტე­ლე­წამ­ყ­ვან­სა და მსა­ხი­ობ­ზე ათა­სი ხმა გავ­რ­ცელ­და, რაც, ძი­რი­თა­დად მის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს ეხე­ბა. ბო­ლო ჭო­რი ისაა, რომ ნუ­კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ ან­დ­რო ბარ­ნოვს ხვდე­ბა. ინ­ტერ­ვიუ მსა­ხი­ობ­თან სწო­რედ ამ ამ­ბით და­ვიწყეთ.

- ნუ­კი, გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ან­დ­რო ბარ­ნოვს ხვდე­ბი. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მას­თან ერ­თად ბა­თუმ­შიც კი შეგ­ნიშ­ნეს "ბა­თუ­მი პლა­ზა­ში". რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს ან­დ­რო ბარ­ნოვ­თან?

- ეგე­თი უამ­რა­ვი ჭო­რი ვრცელ­დე­ბა, ზოგს ასეთი რამ აღი­ზი­ა­ნებს, მე კი - არა. ბუ­ნებ­რი­ვია, ვიც­ნობ ან­დ­რო ბარ­ნოვს, "ფე­ის­ბუქ­ზეც" მყავს მე­გობ­რებ­ში, მაგ­რამ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ გვაქვს. უბ­რა­ლოდ, მო­ვი­კითხავთ ხოლ­მე ერ­თ­მა­ნეთს. მის მი­მართ კარ­გად ვარ გან­წყო­ბი­ლი, მეტი არაფერია... ზოგჯერ ისეთ ვინმეზეც და­უ­წე­რი­ათ, ვი­საც სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ. პი­რად ცხოვ­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­ღაც მომ­წონს, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან მაქვს. სკან­და­ლუ­რია თუ არა, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას არას­დ­როს ვმა­ლავ. ახ­ლა მთლი­ა­ნად სამ­სა­ხურ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი და დროც არ მრჩე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის.

- რა სა­ხის გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ობ?

- გა­და­ცე­მას ჰქვია "ფე­ის­ბუ­ქი", თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს. უბ­რა­ლოდ, ყურ­ში კარ­გად მო­სახ­ვედ­რი სა­ხე­ლია და იმი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ. ჩვენ­თან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­დის სტუმ­რად, მაგ­რამ ვსა­უბ­რობთ ისეთ თე­მებ­ზე, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ მი­ერ მოწ­ვე­ულ პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ა­ნებს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს. მა­გა­ლი­თად, ეთერ კა­კუ­ლია მო­ვიწ­ვი­ეთ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ, ჯი­ჯი რე­ჯი­ნი კი - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე. ეს არის გა­სარ­თო­ბი მი­ნი ტოქ-შოუ. ბევრ სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბას ვაძ­ლევთ სტუმ­რებს. გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე დას­წ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია. სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და "კო­მე­დი შო­უს" ბი­ჭებ­თან მუ­შა­ო­ბა. ბევრს ვხა­ლი­სობთ, უკ­ვე გა­ვერ­კ­ვიე, რო­­გო­რი ფეხ­ბურ­თი მოს­წონთ და ა.შ. აქამ­დე სულ ქა­ლებ­თან მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. რთუ­ლი ყო­ფი­ლა კო­მე­დის ჟან­რის ტოქ-შო­უს ათ­ვი­სე­ბა. მიხარია, რომ ჩემს გა­და­ცე­მას და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ეტყო­ბა, ხალ­ხი და­ი­ღა­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბით და იმი­ტო­მაც გვაქვს რე­ი­ტინ­გი.

- სა­ნამ ეკ­რანს და­უბ­რუნ­დე­ბო­დი, რას აკე­თებ­დი?

- ვი­თა­მა­შე ორ ფილ­მ­ში. ერ­თი ფილ­მი დუ­ტა სხირ­ტ­ლა­ძემ გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც "ოს­კა­რის" (ფილ­მი ლუი დე ფი­უ­ნე­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვერ­სიაა. ჩემ­თან ერ­თად უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი თა­მა­შობს. სა­ხა­ლი­სო ფილ­მია. დუ­ტამ მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვე­ნი თა­ვი გა­მოგ­ვევ­ლი­ნა. ასე­ვე ვი­თა­მა­შე ფილ­მ­ში "მის­ტერ ძი­ძა", რო­მე­ლიც "კო­მე­დი შო­უს" ბი­ჭებ­მა გა­და­ი­ღეს და 12 დე­კემ­ბერს მი­სი პრე­მი­ე­რაა. მარ­თა­ლია, ნა­ხე­ვარ­წა­მი­ა­ნი რო­ლი მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მინ­დო­და ამ ფილ­მ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- რო­ცა ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­დი, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭერ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მო "გბლო­კავ­დ­ნენ"...

- ჩვენ სა­ოც­რად დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. უბ­რა­ლოდ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა მქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა კლიპს, აქ არ იყო ლა­პა­რა­კი კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე, მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, არ მომ­წონს და­ჭე­რე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ კარ­გი სა­ხე­ლი უნ­და მო­იხ­ვე­ჭოს მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე. ეს გარ­ჩე­ვე­ბი შიგ­ნით, ქვე­ყა­ნა­ში უნ­და მოხ­დეს და არა ისე, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი და­ი­ჭი­რონ და ჩვენ ამით სა­ხე­ლი გა­ვი­ტე­ხოთ ყვე­ლას­თან. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ და­ი­ჭი­რონ, ანა­ლო­გი­ურ კლიპ­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე არ მაქვს ჩე­მი პო­ზი­ცია, პირიქით, მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ზი­ცია მაქვს. მაგ­რამ არას­წო­რია, რო­ცა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას თავს ახ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბას. ჩე­მი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მი­ვი­დე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და გა­მოვ­ხა­ტო ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი. მე ვარ ყვე­ლა­ზე დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი! რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის იქ­ნე­ბა კარ­გი, იმას და­ვუ­ჭერ მხარს, შე­სა­ბა­მი­სად, რაც კარ­გია, ის უნ­და ავირ­ჩი­ოთ. ეს კლი­პიც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რომ არ არის კარ­გი ვა­ნოს და­ჭე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმი­ჯის­თ­ვის.

ასევე დაგაინტერესებთ: ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი ფოტოები აზერბაიჯანული ჟურნალისთვის (+13 PHOTO)

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)