ლაგოდეხში ახლადაშენებული შადრევანი ჩამოინგრა

ლაგოდეხში ახლადაშენებული შადრევანი ჩამოინგრა

ლაგოდეხში ახლადაშენებული შადრევანი ჩამოინგრა. შადრევანის შუაგულში განთავსებული დეკორაციიდან, რომელიც 4 ფიგურისგან შედგებოდა, ორი დამტვრეულია. როგორც ლაგოდეხის გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი აცხადებს, შადრევანის დაზიანების მიზეზს ექპერტიზა დაადგენს და ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სამშენებლო კომპანიას დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში სკვერის მშენებლობა ადგილობრივ ბიუჯეტს 441 000 ლარი დაუჯდა.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"