დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე დღეს შტორმია მოსალოდნელი

დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე დღეს შტორმია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები დღეს დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე შტორმს პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის შედეგადაც ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ქვეყნის დაბლობში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მთასა და მაღალმთებში თოვა და ქარბუქი.

დასავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში, შავი ზღვის სანაპიროზე ქარის სიჩქარე 28 მეტრ წამი იქნება. ამასთან, შავ ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღის ბოლოს, წვიმა შეიძლება თოვლში გადავიდეს.

ამასთან, დღეს ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მაღალმთაში ქარბუქი. იქროლებს ძლიერი ქარი, მათ შორის თბილისში - 20-25 მეტრი წამში, ზოგან ქარის სიჩქარემ შესაძლოა 28-30 მეტრს მიაღწიოს.

4-5 დეკემბერს, ღამით აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ყინვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -5-6 გრადუსი იქნება, თბილისში - -2; მაღალმთაში -18 გრადუსი. თოვლის ნალექი შენარჩუნდება შიდა ქართლის რეგიონში.

4 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა რამდენიმე დღით სიცივე შენარჩუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია