თაფლი "მაჭახელას დათუნია'' შესაძლოა იაპონიის ბაზარზე შევიდეს

თაფლი "მაჭახელას დათუნია'' შესაძლოა იაპონიის ბაზარზე შევიდეს

აჭარაში წარმოებული თაფლი "მაჭახელას დათუნია'' შესაძლოა, იაპონიის ბაზარზე შევიდეს. "გაყიდვების მართვის კომპანიის"ინფორმაციით, 2 თვის წინ კომპანია იაპონელი ბიზნესმენების ჯგუფს მასპინძლობდა, რომლებიც ხელვაჩაურში ქარხანასაც ესტუმრნენ და შესაბამისი ნიმუშებიც წაიღეს. გარდა ამისა, თაფლის ნიმუშები  სურსათის უვნებლობის სამსახურმა ლატვიაში გაგზავნა და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ევროპაში ექსპორტისთვისაც  გზა გაიხსნება.

ამასთან, თაფლი "მაჭახელას დათუნია'' თბილისის და საქართველოს სხვა სავაჭრო ქსელებში გაფართოებას იწყებს და დისტრიბუციის ნაწილში პარტნიორობას კომპანია "ჯანსაღი პროდუქტი" გაუწევს, შეთანხმება მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია.

"ქსელების გაფართოება გაზრდილმა მოთხოვნამ და "დათუნიების" პოპულარობამ გვიკარნახა, აქამდე მხოლოდ ქსელურ სავაჭრო ქსელებში "სმარტში", "გუდვილში", "ფრესკოში", "ნიკორასა"და "ბიგ ბენში" ვიყავით წარმოდგენილები. მალე პროდუქცია თბილისის და რეგიონების A და B კლასის მაღაზიებში გაიშლება",- აცხადებენ კომპანიაში.

სადღეისოდ, ქსელებში აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მაისის თაფლი იყიდება, რომელიც 350 გრამიან და 750 გრამიან დათუნიას ტარაშია წარმოდგენილი. თაფლი "მაჭახელას დათუნიას'' ბრენდით აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში "მილენიუმის'' პროგრამის მიერ დაფინანსებული საწარმოს მიერ იწარმოება. ნედლეულს კომპანია მაჭახელას ხეობაში, ფერმერებისგან ყიდულობს. ხეობაში წარმოებული თაფლი უნიკალური სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა