დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მოძრაობის შეზღუდვა დიდთოვლობამ და მისაბმელიანი ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცურებამ გამოიწვია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. ტრაილერი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 148-ე კილომეტრზე, სოფელ ხევთან მრუდმოსახვევიან მონაკვეთზე მოცურდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რის გამოც გზაზე საცობი წარმოიქმნა. ავტოტრანპორტის საცობის გამო ტრაილერის გზიდან გადასაყვანად დამხმარე ტექნიკის ადგილზე მიყვანა გართულდა, რის გამოც საცობი უფრო გაიზარდა.

შემთხვევის ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი საგზაო სამსახურები არეგულირებენ. მოცურებული ტრაილერის გვერდით გზა გათავისუფლდა, სადაც შესაძლებელია ავტომანქანების ერთ მწკრივად გატარება.

"ვინაიდან საცობი ძალიან დიდია, მოძრაობის რეგულირება გარკვეულ დროს მოითხოვს. გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნილი სირთულე მალე აღმოიფხვრას, თუმცა მდგომარეობას ინტენსიური თოვა და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც უღელტეხილზე ხილვადობა ძალიან დაბალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია