რამდენ ხანს გასტანს უამინდობა საქართველოში

რამდენ ხანს გასტანს უამინდობა საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში დიდთოვლობაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, ძლიერი ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხვალ დილამდე შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამიდან 17-22 მეტრ წამამდე შემცირდება, დღის განმავლობაში კი თანდათან შესუსტდება.

ამასთან, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ამ მომენტისთვის წვიმს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოს კოლხეთის დაბლობზე წვიმა თოვლში გადაიზრდება. სანაპირო რაიონებში კი კვლავ წვიმა შენარჩუნდება.

4 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით -2;+3 გრადუსი იქნება.

უფრო დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალმთასა და მთაში თოვლი შენარჩუნდება. კერძოდ, თოვს გუდაურში, ბაკურიანში, ფასანაურსა და რიკოთზე.

შიდა ქართლში ხვალ ღამით ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება, თბილისში  -1, 0; +1 - კახეთში.

ამასთან, ყინვები, მშრალი და ცივი ამინდები 5-6 დეკემბერსაც შენარჩუნდება. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -6;-1 გრადუსია მოსალოდნელი; -8; -6  შიდა ქართლში; -4; - 2 კახეთში; თბილისში -2.

5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში -2;+3 გრადუსი იქნება, მათ შორის კოლხეთის დაბლობზე +1;+3 გრადუსი.

უნალექო ამინდები საქართველოში 8 დეკემბრამდე შენარჩუნდება, შემდეგ ამინდი ისევ შეიცვლება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია