უამინდობამ 70 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

უამინდობამ 70 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" 70 ათასამდე აბონენტს უამინდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ძლიერი ქარის და თოვლის გამო დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რამაც კომპანიის აბონენტების გათიშვა გამოიწვია.

"კომპანიაში დაზიანების შესახებ ინფორმაციის შემოსვლისთანავე, ტექნიკური სამსახური დაზიანების ლოკალიზაციისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამის ადგილებზე ოპერატიულად გავიდა", - აცხადებენ კომპანიაში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას უამინდობა ხელს უშლის, თუმცა ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კომპანია აბონენტებისთვის ელექტრომომარაგების უახლოეს ხანში აღდგენას შეეცდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია