60 მოგლეჯილი ხე თბილისში

60 მოგლეჯილი ხე თბილისში

13.30 საათის შემდეგ თბილისის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში 100-მდე შეტყობინება შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული სააგენტოდან აცნობეს, ძლიერი ქარის შედეგად , თბილისში არავინ დაშავებულა, თუმცა არის გარკვეული მატერიალური ზარალი. რამდენიმე ავტომანქანა მსუბუქად დაზიანდა და სახლებს სახურავი გადახადა.

შეტყობინებები სააგენტოში ამ დრომდე შედის და სამაშველო ბრიგადები ადგილებზე მუშაობას აგრძელებენ.

საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში განმარტავენ, რომ 60-მდე გამოძახების შემთხვევა ხეების წაქცევის ფაქტებს უკავშირდება. მაშველები ასეთ ადგილებში ხის მოჭრისა და გატანის სამუშაოებს ახორციელებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია