უამინდობის გამო გათიშული აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება აღუდგა

უამინდობის გამო გათიშული აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება აღუდგა

საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო გათიშული აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება აღუდგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, 70 ათასიდან 20 000 აბონენტს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება, 50 ათასამდე აბონენტი კი ამ დრომდე გათიშულია.

კომპანიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა, რამაც ელექტრომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია.

"კომპანიაში დაზიანების შესახებ ინფორმაციის შემოსვლისთანავე, ტექნიკური სამსახური დაზიანების ლოკალიზაციისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამის ადგილებზე ოპერატიულად გავიდა", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას უამინდობა ხელს უშლის, თუმცა ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და აბონენტებისთვის ელექტრომომარაგების უახლოეს ხანში აღდგენას შეეცდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია