აჭარის მაღალმთიან რაიონებში თოვლმა პრობლემები შექმნა

აჭარის მაღალმთიან რაიონებში თოვლმა პრობლემები შექმნა

აჭარის მაღალმთიან რაიონებში - ხულოში, შუახევსა და ქედაში თოვლმა პრობლემები შექმნა. ქედაში, სოფელ პირველ მაისში ნალექის შედეგად ჩამოცვენილმა ქვებმა გზა ჩახერგა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაღალმთიან რაიონებში, დავით მამულაძემ განუცხადა, სოფელ პირველ მაისში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გზა გაწმინდეს და მოძრაობა უკვე აღდგენილია.

მამულაძის თქმით, თოვლის საფარი ხულოს ცენტრში 40 სანტიმეტრი, შუახევში 25, ხოლო ქედაში 5 სანტიმეტრია.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხულოში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფლებში თოვლის საფარი 60-80 სანტიმეტრს აღწევს და გადაადგილება გართულებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია