რამდენჯერ მოყვნენ პარლამენტარები ავარიაში თბილისი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე

რამდენჯერ მოყვნენ პარლამენტარები ავარიაში თბილისი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები რამდენჯერმე მოყვნენ ავარიაში.

პარლამენტის აპარატის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მონაცემებით, მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილებიდან ათი მანქანა სწორედ თბილისი-ქუთაისის გზაზე მომხარი ავარიის შედეგად დაიმტვრა, თუმცა ავარიების საერთო რაოდენობა მეტია, რადგან პარლამენტის კუთვნილი მანქანებით მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობაზე მყოფი დეპუტატები (ვიცე-სპიკერები, კომიტეტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ფრაქციის თავმჯდომარეები) სარგებლობენ. დაფიქსირდა ავარიაში პირადი ავტომობილებით მოყოლის შემთხვევებიც, რომლის შედეგად პარლამენტის აპარატის რამდენიმე თანამშრომელი დღემდე მკურნალობს.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი ინციდენტი რამდენიმე ხნის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გედევან ფოფხაძეს შეემთხვა. მანქანა, რომელიც ქუთაისიდან თბილისისკენ მიემართებოდა, გორთან მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატთან და მის მძოლთან ერთად მანქანაში აპარატის თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო. ახლახან ხარაგაულთან ავარიაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ნოდარ ებანოიძის მძღოლიც მოყვა.

ამ თვალსაზრისით თბილისი-ქუთაისის გზა რთული აღმოჩნდა პოლონელი დიპლომატებისთვის. ზაფხულში პარლამენტის თავმჯდომარეს პოლონეთის ახალ ელჩთან პარლამენტში ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი. მეორე მანქანა, რომელიც ქუთაისისკენ მიემართებოდა, ავარიაში მოყვა და პოლონეთიდან ჩამოსული საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაშავდა.

როგორც პარლამენტის აპარატში განმარტავენ, მომხდარი ავარიებიდან სამი-ოთხი საკმაოდ სერიოზული იყო. რამდენიმე ინციდენტი მძღოლის დაუდევრობამაც გამოიწვია. ავარიების გახშირებას იწვევს ის გარემოებაც, რომ დეპუტატებს - სხდომებზე, აპარატის თანამშრომლებს კი სამსახურში აგვიანდებათ და თბილისიდან ქუთაისში დადგენილ დროზე ჩასვლას ცდილობენ.

ნათია ინაური, AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია