"საქართველოს ბანკმა" თბილისში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა

"საქართველოს ბანკმა" თბილისში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა

"საქართველოს ბანკმა" თბილისში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი დიღმის მასივის მესამე კვარტალში მდებარეობს.

"საქართველოს ბანკის" Express სერვისცენტრში, მომხმარებელი შეძლებს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.

ამ დროისთვის, "საქართველოს ბანკის" უკვე 45 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა