ახალი წლიდან შესაძლოა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა საინფორმაციო გამოშვება ერთად წაიყვანონ

ახალი წლიდან შესაძლოა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა საინფორმაციო გამოშვება ერთად წაიყვანონ

ტელეკომპანია "მაესტროში" რეორგანიზაცია მიმდინარეობს. არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლიდან პოლიტიკური თოქ-შოუები "არგუმენტები" და "პოლიტმეტრი" დაიხუროს. ამბობენ, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, დღეში ორი პოლიტიკური თოქ-შოუს საჭიროება აღარ არის.

"მაესტრო" ახალი სეზონის დაწყებას თებერვლიდან გეგმავს. წინასწარი შეთანხმებით, ჟურნალისტი ვახო სანაია დეკემბერში "იმედზე" "ღია ეთერის" სეზონს დაასრულებს, ახალი წლიდან კი "მაესტროზე" გადავა. შესაძლოა, "მაესტროზე" ვახო სანაიამ ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად საინფორმაციო გამოშვება წაიყვანოს. არხზე ეს ვარიანტიც განიხილება.

რეორგანიზაციის შედეგად არ არის გამორიცხული "მაესტროს" დატოვება კიდევ რამდენიმე თანამშრომელს მოუხდეს. გენერალური დირექტორი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ არხზე გარანტირებული ადგილი არავის აქვს.

რეორგანიზაციის პროცესში, დეკემბრის თვეში ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის თოქ-შოუ "პოლიტმეტრი" ეთერში მხოლოდ კვირაში ერთხელ, პარასკევს გავა, ორშაბათიდან ხუშაბათის ჩათვლით კი "მაესტროს" ეთერს არგუმენტები დაიკავებს. ნინო ჟიჟილაშვილს არხის მენეჯმენტში ფუნქცია დაეკისრა. იგი გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა და კურირებას საინფორმაციო მიმართულებას გაუწევს.

როგორც ნინო ჟიჟილაშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ამჟამად არხი მომავალ წელთან დაკვიშირებულ გეგმებზე მუშაობს. "მაესტროს" აპირებს თებერვლიდან საეთერო ბადე გადაახალისოს, მაღალ ხარისხში აიყვანოს და მაყურებლის ინტერესს ზუსტად მოარგოს. ნინო ჟიჟილაშვილი განმარტავს, რომ არხს საინფორმაციო მიმართულების სწორად ჩამოყალიბების პროცესში ძალიან მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დამკვიდრების სურვილი აქვს, რაშიც მათ BBC-ს ტრენერები დაეხმარებიან. ბრიტანელები საქართველოში ჩამოვლენ და "მაესტროს" თანამშრომლებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებენ.

არხის საინფორმაციო მიმართულების კურატორის განცხადებით, თანამშრომლების მასიურად გაშვება ან მასიურად მოყვანა არ იგეგმება. მისი თქმით, რეორგანიზაცია ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც გადახალისებას გულისხმობს.

ანა მარშანია, AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები