სტიქია საქართველოში, დღე მეორე: დიდთოვლობა, შტორმი, უშუქობა და დაზარალებული მოქალაქეები

სტიქია საქართველოში, დღე მეორე: დიდთოვლობა, შტორმი, უშუქობა და დაზარალებული მოქალაქეები

საქართველოში უამინდობა გრძელდება. უამინდობის გამო, რეგიონებში 45 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დილის მონაცემებით, გათიშული იყო 62 ათასი აბონენტი.

განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ბათუმში, სადაც შტორმმა 6 ბალს გადააჭარბა. უამინდობის გამო, დღეს დილით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა გადაიდო.

აჭარის მაღალმთიან რაიონებში - ხულოში, შუახევსა და ქედაში თოვლმა პრობლემები შექმნა. ქედაში, სოფელ პირველ მაისში ნალექის შედეგად ჩამოცვენილმა ქვებმა გზა ჩახერგა. თოვლის საფარი ხულოს ცენტრში 40 სანტიმეტრი, შუახევში 25, ხოლო ქედაში 5 სანტიმეტრია.

ძლიერმა ქარმა გურჯაანის რაიონში 5 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანა. ქარის შედეგად, მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები. დაზიანდა ავტომობილი, რომელსაც ხე დაეცა.  გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ძლიერი ქარის შედეგად, წუხელ 20 საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა.

ძლიერი წვიმის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა კი დამბა გაარღვა და ხობის რაიონის სოფელი პატარა ფოთი  დატბორა. წყალმა 25-მდე საცხოვრებელი სახლის ეზო დაფარა. მოსახლეობას დაეხოცა შინაური ფრინველი, გაუნადგურდა ზამთრის მარაგი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მათი თქმით, მდინარის ყოველი ადიდება სოფელს რისკის ქვეშ აყენებს. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

უნალექო ამინდები საქართველოში 8 დეკემბრამდე შენარჩუნდება, შემდეგ ამინდი ისევ შეიცვლება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია