ლალა ივანიშვილს მოსკოვში 7 000 დოლარიანი მობილური მოპარეს

ლალა ივანიშვილს მოსკოვში 7 000 დოლარიანი მობილური მოპარეს

რუსული ინტერნეტ-პორტალის, lifenews.ru-ს ინფორმაციით, 3 დეკემბერს მოსკოვში საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი (троюродная сестра) ლალა ივანიშვილი გაძარცვეს.

37 წლის ივანიშვილის თქმით, მიკლუხო-მაკლაის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში იმყოფებოდა, როდესაც ჯიბიდან დაახლოებით 7 ათასი დოლარის ღირებულების Vertu-ს ფირმის მობილური ტელეფონი ამოაცალეს. მომხდარი ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა. ლალა ივანიშვილმა პოლიციაში უკვე შეიტანა განცხადება ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით.

ექსპრემიერის ბიძაშვილი ქართველმა მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ მომღერლის ამპლუით გაიცნო. 6-7 წლის წინ მისი სიმღერა "ზარი ისრაელიდან", საკმაოდ პიკანტური კლიპით, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ მუსიკალურ ტელევიზიებში.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია