სასულიერო პირმა საკუთარი "ჯიპით" შეჯახებისას გარდაცვლილის ოჯახს 15 000 ლარი შესთავაზა

სასულიერო პირმა საკუთარი "ჯიპით" შეჯახებისას გარდაცვლილის ოჯახს 15 000 ლარი შესთავაზა

2 ნოემბერს გორგასლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის რევაზ მაჩხაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფეხით მოსიარულე მაჩხაშვილს "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც სასულიერო პირი მართავდა - ამის შესახებ ტელეკომპანია "TV3" იტყობინება.

ოჯახის წევრები ბრალს მამა აკაკი კუპრაშვილს დებენ. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სასულიერო პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "TV3”- მა მაყურებელს გარდაცვლილის ოჯახის წევრების კომენტარი შესთავაზა. "მანქანაში უგონოდ მთვრალი მღვდელი ყოფილა და კიდევ მჯდარა ორი ქალი, მრევლი", - განაცხადა დაღუპულის დედამ ქეთევან მამუკაშვილმა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ოჯახს მამა აკაკის სახელით უცნობი პირები ესტუმრნენ და, მაჩხაშვილების მტკიცებით, მათ დუმილის სანაცვლდოდ 15 ათასი ლარი შესთავაზეს. ამაზე ოჯახმა უარი თქვა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია