რა თანხვედრაა სულხან-საბას ''სიბრძნე სიცრუისას'' და ტორესა მოსის პირველ რომანს შორის

რა თანხვედრაა სულხან-საბას ''სიბრძნე სიცრუისას'' და ტორესა მოსის პირველ რომანს შორის

28 ნოემბერს მაღაზია ''ბიბლუსის'' სამკითხველო დარბაზში ტორესა მოსის წიგნის ''სიბრძნე სიცრუისას'' პრეზენტაცია გაიმართა. დებიუტანტმა მწერალმა წიგნი მკითხველს თავად წარუდგინა.

ტორესა მოსი - თავდაპირველად ამ ფსევდონიმით ''კვირის პალიტრის'' ბლოგებზე გამოჩნდა. მისი პირველი რომანი ''სიბრძნე სიცრუისა'' კი ''გამომცემლობა ''პალიტრა L'' -მა გამოსცა. ვახო მოსიაშვილს დღეს ყველა ასე იცნობს და თავადაც გადაჩვეულია, როცა მას ''ნამდვილი'' გვარ-სახელით იხსენიებენ. მის პირად არქივში არაერთი გამოუცემელი თხზულებაა, მათთან შედარებით ''სიბრძნე სიცრუისა'' პირადად მას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. როგორც თავად ამბობს, ეს არქივი ხელშეუხებელი დარჩება, როგორც მისი ''პირადი მარცხები'' და ისინი ყოველთვის გაახსენებს, რომ აუცილებელია საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა....

- თელავში არის ტრადიცია, როცა მეტსახელი მამიდან შვილზე გადადის. ტორესას მამაჩემს ეძახდნენ და მეც ასე მომმართავდნენ. შემდეგ მამა სასულიერო პირი გახდა და ეს სახელი საბოლოოდ მე ''გადმომილოცეს'' . თელავში დავიბადე, გავიზარდე. პროფესიით იურისტი ვარ და სხვადასხვა კომპანიაში ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, თელავის თეატრშიც მიმუშავია იურისტად... რაც შეეხება წერას, ბავშვობაში რაღაცებს სულ ვწერდი. მე და მამაჩემს ორი გამოგონილი პერსონაჟი, პასკუ და მასკუ გვყავდა და მათ შესახებ ზღაპრებს ვიგონებდით. მეხუთე კლასში გეოგრაფიული მოთხრობა დავწერე და მოგზაური პერსონაჟები გამოვიგონე. ეს პროცესი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამას ისე არ აღვიქვამდი, რომ აუცილებლად მწერალი უნდა გამოვსულიყავი. არც ახლა მივიჩნევ, რომ მწერლის სახელს ვიმსახურებ. ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ფოლკნერის, ჯოისის, კაფკას მერე ვერ ვიტყვი, რომ მწერალი ვარ. თუ ოდესმე ჩემი შემოქმედება მოწონებას დაიმსახურებს, მოხარული ვიქნები.

- ''კვირის პალიტრის'' ბლოგების წერა როდის დაიწყეთ?

- 2012 წლის გაზაფხულზე. ჯერ ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებს ვეხმიანებოდი. ბლოგების წერა ჩემი მეგობრის სალომე ლილუაშვილის რჩევით დავიწყე, რომელიც ''კვირის პალიტრის'' ჰოლდინგში მუშაობდა. მისივე ინიციატივა იყო ჩემი წიგნის გამოცემაც. ბლოგების პარალელურად ვწერდი წიგნის ტექსტს. დასრულებული ჩემს რამდენიმე მეგობარს წავაკითხე, მათ შორის სალომესაც. მან გამომცემლობაში მიიტანა და ასე გადაწყდა წიგნის ბედიც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს