ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცივისგან უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცივისგან უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას identoba.com ავრცელებს.

თიკო ჭყონია, თვითმხილველი: "როდესაც პირდაპირ ასფალტზე, სიცივეში, უსიცოცხლოდ გაშეშებული ადამიანი დავინახე, მას მივუახლოვდი და გასინჯვა დავუწყე. იქვე ინტენსიურად მოძრაობდა ხალხი, მოვაჭრეებმა ისიც კი მითხრეს, თავი დაანებე, მთვრალია და სძინავსო. მამაკაცს პულსი არ ესინჯებოდა, მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო. იქვე მდგარმა მოვაჭრეებმა მითხრეს, ქუჩის მაწანწალა იყო, მუდმივად ამ ტერიტორიაზე მოძრაობდაო. როგორც ჩანს, გარდაცვლილის ნასვამი მდგომარეობისთვის თვალი კარგა ხნის შეჩვეული ჰქონდათ. ასეთ ამინდში, ნასვამი ადამიანისთვისაც საშიშია ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან აუცილებლად გაყინვა დაემუქრებოდა. მე რომ რეაქცია არ მომეხდინა, შეიძლება ის ადამიანი ახლაც იქ წოლილიყო.

უსახლკარო ადამიანები, სამწუხაროდ, ტემპერატურის დაცემას ან მომატებას ხშირად ეწირებიან ხოლმე. პირადად მე, ერთი-ორჯერ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სასწრაფო დახმარების გამოძახებით სიკვდილისგან მიხსნია. სამწუხაროა, როდესაც იქვე მყოფი ადამიანები და გამვლელები ამგვარი შემთხვევების დროს სრულ გულგრილობას იჩენენ…

მგონია, რომ ეს არის თავშესაფრების არქონის პრობლემა. თუ ადამიანებს ექნებათ ელემენტარული თავშესაფარი, ამგვარი შემთხვევები აღარ მოხდებოდა…", - ამბობს თვითმხილველი.

წყარო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია