"არ ვი­ცი, რა­ტომ გა­და­ი­ღეს ჩე­მი სა­კე­ის­რო კვე­თა"

"არ ვი­ცი, რა­ტომ გა­და­ი­ღეს ჩე­მი სა­კე­ის­რო კვე­თა"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დე­და გახ­და, გაბ­რი­ე­ლი მის­თვის პირ­ვე­ლი შვი­ლი­ა. გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი­სა და სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძის წყვი­ლი პა­ტა­რას და­მო­უ­კი­დებ­ლად ზრდის.

-  სა­ლი­ტა, რო­გორ შე­ეჩ­ვიე დე­დო­ბას?

-  რაც ჩე­მი შვი­ლი და­ი­ბა­და, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­მეც­ვა­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია გაბ­რი­ე­ლი. არ გვა­წუ­ხებს და ღამისთევაც არ გვი­წევს. მშვე­ნი­ე­რი, ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი და საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი­ა. სა­ნამ გაჩ­ნდე­ბო­და, 9 თვე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ ბო­ლოს რა­ღაც მოხ­და და სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ვა­ჩი­ნე.

-  რა­ტომ და­არ­ქვით გაბ­რი­ე­ლი?

-  ალ­ბათ იფიქ­რე­ბენ, რომ მხო­ლოდ მა­მა გაბ­რი­ე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ვარ­ქვით ეს სა­ხე­ლი, მაგ­რამ ასე არ არის. რო­ცა გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი" წა­ვი­კითხ­ე, ვთქვი, რომ ჩემს შვილს გაბ­რი­ელს და­ვარ­ქმევ­დი. მა­შინ მა­მა გაბ­რი­ე­ლის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და.

-  ვინ გეხ­მა­რე­ბა მის გაზ­რდა­ში?

-  ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მარ­ტო ვზრდით. დე­დო­ბა უფ­რო ძნე­ლი მე­გო­ნა, ვფიქ­რობ­დი, დაბ­ნე­უ­ლი დე­და ვიქ­ნე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი არ გა­მო­მი­ვი­დო­და, მაგ­რამ ასე არ არის. მე თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად ვუვ­ლი ბავშვს, მაგ­რამ რო­ცა სა­ჭი­რო­ა, ამა­ზე გი­ორ­გიც არ ამ­ბობს უარს. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი­ა, რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლო­ბენ ქა­ლე­ბი ორ­სუ­ლო­ბის დროს მო­მა­ტე­ბულ წო­ნა­ზე, რად­გან რო­გორც კი გა­ვა­ჩი­ნე შვი­ლი, მა­ლე­ვე და­ვი­კე­ლი წო­ნა­ში. ბავ­შვი უკ­ვე მოვ­ნათ­ლეთ კი­დეც ვა­ზი­სუბ­ნის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში.

-  გი­ორ­გი ხომ არ და­ეს­წრო შენს მშო­ბი­ა­რო­ბას?

-  მე არ მქონ­და ამის სურ­ვი­ლი - ცალ­კე გი­ორ­გი­ზეც უნ­და მე­ნერ­ვი­უ­ლა. მა­ინც ვკითხე, ხომ არ გინ­და ჩემს მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წრო-­მეთ­ქი და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ის გა­რეთ მი­გულ­შე­მატ­კივ­რებ­და, მაგ­რამ ბო­ლო წამ­ში გა­დაწყ­და სა­კე­ის­რო კვე­თის გა­კე­თე­ბა, ამი­ტომ ჩე­მი შვი­ლი პირ­ვე­ლად გი­ორ­გის­თან მი­იყ­ვა­ნეს და გულ­ზე და­უწ­ვი­ნეს. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი სა­კე­ის­რო კვე­თა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­და­ი­ღო ექ­თან­მა, რა­ტომ, არ ვი­ცი. ვი­დე­ო­ზე ჩანს, რომ ვტი­რი, გი­ორ­გი კი დაბ­ნე­უ­ლი იყო ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან.

-  რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გაბ­რი­ე­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ?

-  გი­ორ­გი ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რი­ა, სირ­თუ­ლე­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ გვქო­ნი­ა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნე­თი უკეთ გა­ვი­ცა­ნით. სა­ერ­თოდ, რომ გგო­ნი­ა, ადა­მი­ანს იც­ნობ, ერ­თად ცხოვ­რე­ბის დროს მა­ინც აღ­მო­ა­ჩენ სი­ახ­ლეს მის ხა­სი­ათ­ში, ქცე­ვა­ში. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გი­ორ­გი იმა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, ვიდ­რე მე­გო­ნა. ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი­ა. მშვი­დი, ბუნ­ჩუ­ლა ბი­ჭი­ა. რაც გაბ­რი­ე­ლი და­ი­ბა­და, უფ­რო მეტ სი­ახ­ლო­ვეს ვგრძნობთ ერ­თმა­ნეთ­თან, ყვე­ლა ბა­რი­ე­რი მოგ­ვეხ­სნა და ვგრძნობთ, რომ მე და გი­ორ­გი უკ­ვე ერ­თი სის­ხლი და ხორ­ცი ვართ.

-  რას აპი­რებ, მხო­ლოდ ბავ­შვის აღ­ზრდით იქ­ნე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი?

-  ახ­ლა მხო­ლოდ ჩემს შვილ­ზე ვზრუ­ნავ, რო­ცა წა­მო­იზ­რდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიწყ­ებ მუ­შა­ო­ბას, ვერ გეტყ­ვით, იქ­ნე­ბა თუ არა ეს ტე­ლე­ვი­ზი­ა, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცი, რომ კულ­ტუ­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას­თან მექ­ნე­ბა საქ­მე.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები