დაკარგული ბიზნესმენი ვახო ფაილოძე გარდაცვლილი იპოვეს

დაკარგული ბიზნესმენი ვახო ფაილოძე გარდაცვლილი იპოვეს

სამართალდამცველებმა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ბიზნესმენი ვახო ფაილოძე აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს , გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.

"ინტერპრესნიუსი" გარდაცვლილის მეგობარს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვახო ფაილოძე 5 დეკემბრის შემდეგ დაიკარგა. მისივე თქმით, 46 წლის ბიზნესმენი სახლიდან გვიან ღამით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ამასთან, გარდაცვლილის მეგობარი გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობამდე მიყვანასთან დაკავშირებით არ ეთანხმება.

"მას ისეთი ცხოვრება ჰქონდა, თავს არ მოიკლავდა", - განაცხადა ვახო ფაილოძის მეგობარმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია