დიდთოვლობას ხელვაჩაურის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა

დიდთოვლობას ხელვაჩაურის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა

დიდთოვლობას ხელვაჩაურის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა.  უამინდობის შედეგად სოფელ სალიბაურში სასათბურე მეურნეობის კონსტრუქცია ჩამოიშალა , რამაც სათბურის თანამშრომლები მოიყოლა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ქალბატონი, 10 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 5 მძიმედაა, რომლებიც ბათუმის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ადგილზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ. მომხდარს აჭარის შს მთავარი სამმართველო იძიებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია