სოჭის მიმართულებით პირდაპირი რეისები განხორციელდება

სოჭის მიმართულებით პირდაპირი რეისები განხორციელდება

სოჭის მიმართულებით პირდაპირი რეისები განხორციელდება. არსებული ინფორმაციით, სოჭში "აირზენა" იფრენს. პირველი რეისი თბილისიდან 2014 წლის 4 თებერვალს არის ჩანიშნული. Georgian Airways- ში ამბობენ, რომ სოჭი-თბილისს შორის ავიარეისების განახლება სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება, თუმცა ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ავიაკომპანია რეისების შეწყვეტას არ გეგმავს და Georgian Airways-ი სოჭის მიმართულებით დაახლოებით მაისამდე იფრენს.

რეისები სამშაბათობით და ხუთშაბათობით შესრულდება. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 10:00 საათზე შესრულდება, სოჭიდან კი იმავე დღეს 12:00 საათზე. ფრენის ხანგრძლივობა 1 საათია. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 159 ევროდან დაიწყება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა