დედოფლისწყაროში ავტომანქანა ხევში გადავარდა და 4 მგზავრი დაშავდა

დედოფლისწყაროში ავტომანქანა ხევში გადავარდა და 4 მგზავრი დაშავდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან "ოპელის" მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ორი ქალბატონი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილში კი 4 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი თელავის რაიონიდან არის და  დედოფლისწყაროში მიემგზავრებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. ცენტრალურ მაგისტრალზე ასფალტსაფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გზის ეს მონაკვეთი ამ დროისთვის დაგებული არ არის. სავარაუდოდ, ავტომანქანა ქვიშით მოხრეშილ გზაზე მოცურდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის ადგილობრივი ბრიგადები და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ავტომანქანის აალების საფრთხეც იყო, თუმცა გამვლელებმა ყველა მგზავრი ავტომანქანიდან დროულად ამოიყვანეს.

წყარო: qiziyi.ge

qiziyi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია