"პროკრედიტ ბანკი" ფილიალების განახლებას განაგრძობს. მალე წერეთლის გამზირზე 73 ბ-ში განახლებული ფილიალი ამოქმედდება.
როგორც ბანკში განმარტეს, ძველი დიდუბის ფილიალი 2003 წლიდან 5000-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა, წერეთლის ფილიალი კი 3500-მდე კლიენტს. ახალი ორსართულიანი შენობა, რომელიც ამ ორ ფილიალს აერთიანებს, უფრო მეტი კლიენტის მომსახურების საშუალებას იძლევა.
მათივე თქმით, პირველ სართულზე საოპერაციო განყოფილებაა განთავსებული, სადაც მომხმარებელი ყველა მომსახურებას ერთ წერტილში მიიღებს. მეორე სართული კი საკრედიტო განყოფილებას ეთმობა. ახალი კონცეფციით გარემონტებულ ფილიალში განთავსებულია თვითმომსახურების ზონა, სადაც კლიენტებს კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ ისარგებლონ დისტანციური არხებით და დამოუკიდებლად განახორციელონ გარკვეული საბანკო ოპერაციები.
განახლებული წერეთლის სერვისცენტრი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30-19:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-14:00 სააათამდე იმუშავებს.
წლის ბოლომდე ახალი კონცეფციით განახლებული კიდევ ორი ფილიალი გაიხსნება, დარჩენილი ფილიალების განახლება კი 2014 წელს გაგრძელდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9