ერთი წელიც არ გასულა, რაც ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში La casa TINA გამოჩნდა, საკმაოდ ამბიციური განაცხადით, რომ ქართველ მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ სერვისსა და განსაკუთრებულ პროდუქციას შესთავაზებდა.
LA CASA TINA მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს, ასევე ინტერიერის აქსესუარებს. კომპანიის სათაო ოფისი მილანშია, ქართული წარმომადგენლობა კი 2013 წლის თებერვალში გაიხსნა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სამშენებლო კომპანიებთან და დიზაინ სტუდიებთან, ასევე უკვე განახორციელა რამოდენიმე მნიშვნელოვანი კერძო პროექტი.
კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ La casa TINA -ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს თათა ჯაშს ვესაუბრეთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს საქმიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი იტალიელი დიზაინერი ანდრია ვიგანო, სტუდია D73 - ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი, რომელთანაც კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს, ჩვენ ვესაუბრეთ მასაც, რათა გავერკვია მისი გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით.
1. საქართველოში უკვე არსებობს ანალოგიური პროფილის რამოდენიმე კომპანია, თქვენ რას სთავაზობთ მომხმარებელს განსხვავებულს?
თათა: დავიწყებ იმით, რომ ჩვენი კომპანიის მუშაობის ფორმატი სრულიად განსხვავებულია, ეს არ გახლავთ გაყიდვების სამსახური, არც სადილერო და სადისტრიბუციო ქსელი. ჩვენი მთავარი მიზანი ყოველი დამკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომაა. მისი ინტერესების სრულად გათვალისწინება და დაცვა.
ქართული წარმომადგენლობის გახსნამდე, იტალიურმა მხარემ საკმაოდ დეტალური მარკეტინგული კვლევა ჩაატარა ქართულ ბაზარზე, რამაც ნათლად დაგვანახა, თუ სად არის სუსტი წერტილები ამ სფეროში და რა კუთხით უნდა მიგვემართა ჩვენი მუშაობა. აღმოჩნდა რომ, ქართულ ბაზარზე, უმეტესად საშუალო და დაბალი ხარისხის პროდუქციაა, ხარისხიანი კი - არარეალურად მაღალი ფასის გამო ხელმისაწვდომი არ არის ხალხის დიდი ნაწილისთვის( მომხმარებლის უმრავლესობისთვის).
ჩვენი პროდუქცია საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, მათი მწარმოებლები არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელს ევროპაში საკმაოდ ცნობილი ფაბრიკები არიან , წარმოების სრული ციკლი იტალიაში მიმდინარეობს, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რადგან ხშირ შემთხვევაში იტალიური ნედლეულით სადღაც მესამე ქვეყანაში იწარმოება პროდუქცია.
ასევე ჩვენს მომხმარებელს დამატებითი სერვისის სახით ვთავაზობთ იტალიელი ტექნიკოსებით დაკომპლექტებულ გუნდს და პროფესიონალ იტალიელ არქიტექტორ-დიზაინერებს, რომელთანაც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მათ შორის არის სტუდიო D73-ის დამფუძნებელი ანდრეა ვიგანო.
2. ბატონო ანდრეა, თუ შეიძლება რამოდენიმე სიტყვით გვიამბოთ თქვენი კომპანიის შესახებ და რა გეგმები გაქვთ საქართველოში?
ანდრეა: ჩვენი სტუდია D73 მუშაობს, როგორც არქიტექტურულ პროექტებზე, ასევე ინტერიერის დიზაინზე. განხორციელებული გვაქვს არა-ერთი ფართომაშტაბიანი პროექტი მათ შორის გამაჯანსაღებელი ცენტრები, ვილები, სასტუმროები და შოუ-რუმები, ასევე ვმუშაობთ საცხოვრებელი სახლების დაპროექტებაზეც, დაწყებული კონცეპტუალური ნაწილიდან, მის საბოლოოდ დასრულებამდე. პროფესიონალთა გუნდის წყალობით, ჩვენ გვაქვს რესურსი ვმართოთ სამუშაოს მიმდინარეობის სრული ციკლი.
პირველი სტუდია გავხსენით იტალიის ქალაქ ბრეშაში, თუმცა შემდეგ გავაფართოვეთ საქმიანობა და გავხსენით ოფისები მოსკოვსა და ტუნისშიც. შესაბამისად ჩვენი დიზაინ სტუდია უკვე მსოფლიოს 3 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა სხვა ქვეყნებშიც. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს ძალიან საინტერესო ქვეყანას ძლიერი იდენტობით, დიდი კულტურით და ტრადიციებით. ჩვენი მიზანია საქართველოში უმაღლესი იტალიური ხარისხის დამკვიდრება, კომპანია La casa TINA - სთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც საქართველოში ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია. იმედი გვაქვს, რომ მათთან თანამშრომლობის წყალობით, შევძლებთ საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებას და ბევრი ახალი და საინტერესო პროექტის განხორციელებას.
3. ალბათ ლოგიკური იქნება, თუ გკითხავთ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მომხმარებლისთვის ასეთი ხარისხის პროდუქცია და იტალიელი დიზაინერებისა და ტექნიკოსების მომსახურებით სარგებლობა?
თათა: ჩვენი კომპანიის ფორმატი გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს ზედმეტი და ხელოვნურად გაზრდილი ხარჯებისგან თავისუფალი ფასი შევთავაზოთ, ამას ემატება მწარმოებელთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ საუკეთესო ფასის გარანტიაა. რაც შეეხება იტალიელი დიზაინერებისა და ტექნიკოსების მომსახურების ფასს, შემიძლია გითხრათ, სრულიად შესაბამისია ქართულ ბაზრზე არსებულ ფასებთან.
4. თათა, შენ საბალეტო კარიერაში საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობდი, შენთვის როგორც ხელოვანისთვის რთული არ იყო სრულიად სხვა სფეროში გადასვლა?
სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მეგონა, რომ ცეკვის გარდა არაფერი დამაინტერესებდა. მაგრამ ამ კომპანიაში ჩემი თავი თავიდან ვიპოვე, რადგან La casa Tina-ს დახმარებით საშუალება მეძლევა საზოგადოებას რაღაც ახალი, გამორჩეული შევთავაზო და ეს თავისთავად სიამოვნებაა. აგრეთვე ჩვენი კომპანია აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ ნიჭიერის გამარჯვებულ ვანო ფიფიას დავეხმარეთ ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაში.
ამ ეტაპზე საახალწლოდ ვგეგმავთ ბავშვთა კრიზისულ ცენტრის აღსაზრდელთათვის სასტუმრო "ამბასადორში" დიდი დღესასწაულის მოწყობას. ღონისძიებაზე მოვიწვევთ მომღერლებს და შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ უკვე არაერთმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, ამ ღონისძიების ჩატარებაში დაგვეხმაროს და მოზარდები გაახაროს, რითიც შეუძლია. ბავშვებს ტკბილეულით და საახალწლო ნუგბარით გავუმასპინძლდებით და რაღა თქმა საჩუქრებით გავანებივრებთ. იმედი მაქვს , რომ ეს აქცია მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვის და ერთგვარ ტრადიციად იქცევა პომპეზური კორპორატიული დღესასწაულების ნაცვლად საახალწლოდ მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარება.
5. და ბოლოს, რას ეტყოდით მომხმარებელს, რომელიც თქვენი პროდუქციით დაინტერესდება?
ჩვენი კომპანიის სლოგანი ასე ჟღერს: "გვანდეთ თქვენი ოცნებები". ამ სიტყვებს სრულიად რეალური დატვირთვა აქვს და არ გახლავთ მხოლოდ სლოგანისათვის დამახასიათებელი სიტყვების თამაში. ასე, რომ გვანდეთ თქვენი ოცნებები!
R